#ვითიბისპორტი

ტანვარჯიში

საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრები სამშობლოში ბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრები ევროპული თამაშებიდან საქართველოში ბრუნდება.

საქართველოს ნაკრები სამშობლოში 1 მედლით ბრუნდება, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ვერცხლის მოპოვება ლუბა გოლოვინამ შეძლო.

გარდა ამისა, გოლოვინამ თეონა ჯანჯღავასთან ერთად სინქრონული ხტომების ფინალში იასპარეზა, სადაც 37,40 ქულით მერვე ადგილი დაიკავა.

ბატუტზე მხტომელ ვაჟთა შორის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა თენგიზ კოშკაძემ. მან პირველ საკვალიფიკაციო ხტომაში მაღალი შეფასება დაიმსახურა, მაგრამ მეორე ცდა არ გამოუვიდა.

საქართველოს ნაკრების თვითმფინავი თბილისში 27 ივნისს, 02:50 საათზე დაეშვება.