#ვითიბისპორტი

ტანვარჯიში

სალომე ფაჟავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში საქართველოს სალომე ფაჟავა, ნათელა ბოლატაევა და ქეთევან არბოლიშვილი წარმოადგენენ.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 42 მონაწილეს შორის მე-9 ადგილი დაიკავა, რაც უდავოდ კარგი შედეგია.

ჩვენი გუნდის ლიდერმა სალომე ფაჟავამ მრავალჭიდის ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა და 20 სექტემბერს 23 სხვა ტანმოვარჯიშესთან ერთად ისაპარეზებს.

ფინალში, გარდა მედლებისა, ასევე ოლიმპიადის 16 საგზური გათამაშდება.

Sportall.Ge