#ვითიბისპორტი

წყალბურთი

საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონატი: "დინამოს" სუპერსტარტი

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში გრძელდება საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა 2018-19 წლების ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე წრე.

შეჯიბრებაში ხუთი გუნდი მონაწილეობს. პირველი სამი ტურის შეხვედრებში წარმატებით ითამაშა თბილისის "დინამომ", რომელიც 36 ქულით დაწინაურდა.

I ტური
დინამო - არენა 15:7 (4:0, 3:0, 4:4, 3:3)
დინამო: რაზმაძე, შავშიშვილი (1), თევდორაშვილი, თეთრაძე (1), დვალი (1), ხვედელიანი (3), ბაღათურია (2), რურუა (4), მემანიშვილი (2), ვასაძე, ქართველიშვილი (1), გვეტაძე.
არენა: ჩხიკვიშვილი, სადუნიშვილი, ჩიქოვანი, გაბადაძე (2), პატარიძე, ახვლედიანი, გიორგაძე (3), ტიგიშვილი, ჩხეიძე, ნარეშელაშვილი (2), იმნაიშვილი, ჯიბლაძე, ჭუმბურიძე, ტყეშელაშვილი.

პირველი
ორი პერიოდის განმავლობაში "დინამოს" უპირატესობა აშკარა იყო და ეს ანგარიშშიც აისახა - დინამოელებმა 16 წუთში "არენას" შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს. შესვენების შემდეგ ლიდერთა ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდებს მისცეს თავის გამოჩენის შანსი. საბოლოოდ "დინამომ" 15:7 გაიმარჯვა.

თბილისი - სპორტმენეჯმენტი 20:4 (4:2, 5:0, 6:0, 5:2)
თბილისი: კაპანაძე, ბარაბაძე, ჩიქვინიძე (2), დიასამიძე, იმნაიშვილი (1), სამყურაშვილი (3), ხოხაშვილი, ჯახაია, კუჭუაშვილი (3), მესხი (3), მაგრაქველიძე (3), შუშიაშვილი (5), დადვანი.
სპორტმენეჯმენტი: ცხვედიანი, სუხიაშვილი (1), შუბითიძე, გაგოშიძე, გიორგაძე (1), სამყურაშვილი (1), მითაგვარია, ჯობავა (1), ხვინგია, ბარბაქაძე, სხილაძე, შუკაკიძე, მაისურაძე.

ამ მატჩში ფავორიტი "თბილისი" იყო. მის შემადგენლობაში ხომ, როგორც "დინამოში", უმთავრესად საქართველოს ნაკრების წევრები თამაშობენ.

ახალგაზრდა წყალბურთელებით დაკომპლექტებულმა "სპორტმენეჯმენტმა" ძლიერი მეტოქისთვის ერთგვარი წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველ და ბოლო პერიოდებში შეძლო, რამაც, ცხადია, მატჩის მსვლელობის სცენარი ვერ შეცვალა და "სპორტმენეჯმენტმაც" დიდი ანგარიშით - 4:20 წააგო.

II ტური
დინამო - სპორტმენეჯმენტი 27:4 (5:0, 6:1, 8:1, 8:2)
დინამო: რაზმაძე, შავშიშვილი (2), თევდორაშვილი (5), თეთრაძე (2), დვალი (4), ადეიშვილი (6), ხვედელიანი (1), ბაღათურია (3), რურუა (3), მემანიშვილი, ქავთარაძე (1), გვეტაძე.
სპორტმენეჯმენტი: ცხვედიანი, სუხიაშვილი (1), შუბითიძე (1), გაგოშიძე, მაისურაძე, გიორგაძე (1), სამყურაშვილი, მითაგვარია, ჯობავა, ხვინგია (1), ბარბაქაძე, სხილაძე, შუკაკიძე.

არავის ეეჭვებოდა, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლი "დინამო" დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდა და ასეც მოხდა. დინამოელთაგან განსაკუთრებით ადეიშვილი და ახალგაზრდა თევდორაშვილი გამოირჩნენ, რომლებმაც, შესაბამისად, ექვსი და ხუთი გოლი მიითვალეს. "სპორტმენეჯმენტის" ახალგაზრდა წყალბურთელებმა პირველი ბურთი მეორე პერიოდის მე-4 წუთზე გაიტანეს. საბოლოოდ "დინამომ" 27:4 გაიმარჯვა.

ლოკომოტივი - თბილისი 6:4 (1:0, 2:1, 3:3, 0:0)
"ლოკომოტივი": გარსევანიშვილი, ალავიძე, ქარჩილაძე, ფურცელაძე, ბუღაძე, ყავლაშვილი, რუსიშვილი (2), ივანიშვილი (1), ურუშაძე (1), გეგელაშვილი, წულუკიანი, ჩიკვაიძე (2).
თბილისი: კაპანაძე, ჩიკვაიძე, დიასამიძე (1),

იმნაიშვილი (1), სამყურაშვილი, ხოხაშვილი, ჯახაია (2), კუჭუაშვილი, მესხი, შუშიაშვილი, დადვანი, ბარაბაძე.

ლიდერთა მატჩი დაძაბული აღმოჩნდა. შეხვედრის მე-4 წუთზე ლოკომოტიველმა რუსიშვილმა გახსნა ანგარიში.

პირველ პერიოდში მეტი გოლი არ გასულა. მე-2 რვაწუთიანი მონაკვეთიც ასე დაძაბულ პაექრობაში გაილია "ლოკომოტივის" მცირე უპირატესობით. ბოლო ორი პერიოდი სულაც ფრედ დასრულდა და ერთპიროვნულმა ლიდერმა მე-4 წრეში პირველი მარცხი იწვნია.

III ტური
ლოკომოტივი - არენა 18:5 (5:2, 5:1, 6:0, 2:2)
"ლოკომოტივი": გარსევანიშვილი, ალავიძე (1), ქარჩილაძე (1), ბაბუნაშვილი (1), ბუღაძე (2), რუსიშვილი (3), ივანიშვილი (1), ურუშაძე (2), გეგელაშვილი (3), წულუკიანი (3), ჩიკვაიძე (1).

არენა: ჩხიკვიშვილი, გავაშელი, ჩიქოვანი, ქოიავა (2), გაბადაძე (1), ტყეშელაშვილი, ახვლედიანი, გოგელია, ტიგიშვილი, ჩხეიძე (1), პატარიძე, იმნაიშვილი (1), ჭუმბურიძე.

"ლოკომოტივმა" მიზანს, ფაქტობრივად, შესვენებამდე მიაღწია, როცა 10:3 დაწინაურდა. მომდევნო ორ პერიოდში მეტოქეს 8 ბურთი გაუტანა საკუთარ კარში მიღებული ორი გოლის წილ და გათამაშების ცხრილში დაგეგმილი მორიგი სამი ქულა ჩაიწერა.

დინამო - თბილისი 10:5 (1:1, 5:0, 1:2, 3:2)
დინამო: რაზმაძე, შავშიშვილი, თევდორაშვილი (1), თეთრაძე (1), დვალი, ადეიშვილი (3), ხვედელიანი (1), ბაღათურია (1), რურუა (2), მემანიშვილი (1), ქართველიშვილი, გვეტაძე.

თბილისი: კაპანაძე, ჩიქვინიძე, დიასამიძე, იმნაიშვილი (1), სამყურაშვილი, ხოხაშვილი, ჯახაია, კუჭუაშვილი, მესხი (2), მაგრაქველიძე (1), შუშიაშვილი, დადვანი (1), ბარაბაძე.

ეს შეხვედრა მეოთხე წრის ცენტრალური მატჩი იყო, რადგან გამარჯვებული ერთპიროვნულად დაწინაურდებოდა. ანგარიში მე-2 წუთზე "თბილისმა" (მესხი) გახსნა, სამი წუთის შემდეგ რურუამ წონასწორობა აღადგინა. პირველი პერიოდიც ასე დასრულდა. მეორე რვაწუთიან მონაკვეთში უპირატესობას "დინამო" დაეუფლა და "თბილისის" კარში ხუთი უპასუხო ბურთი მოათავსა, რაც ამ პაექრობაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

სატურნირო მდგომარეობა: დინამო - 36, თბილისი - 34, ლოკომოტივი - 28, არენა - 9, სპორტმენეჯმენტი - 0 ქულა.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ