#ვითიბისპორტი

წყალბურთი

ახალგაზრდული ჩემპიონატი წყალბურთში "ივერიამ" მოიგო

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation/

დასრულდა წყალბურთის სეზონი 2001-02 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს შორის. გუშინ, 4 ივნისს, ფინალური შეხვედრა სპორტკომპლექსს "ოლიმპიკში" გაიმართა.

ფინალში ერთმანეთს ორი თბილისური გუნდი - "ივერია" და "არენა", დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და "ივერიას" წყალბურთელებმა 1-ქულიანი სხვაობით შეძლეს მეტოქის დამარცხება - 23:22. ამ მოგებით "ივერია" 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მე-3-მე-4 ადგილებისთვის ბრძოლაში ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ბათუმის "აჭარა" შეხვდნენ. მატჩი უხვგოლიანი არ აღმოჩნდა, თბილისელებმა აჭარლები 5 ბურთის სხვაობით დაამარცხეს (14:9) და მესამე ადგილი დაიკავეს.

Sportall.Ge