წყალბურთი: ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "თბილისმა" ანგარიში გაათანაბრა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation

გუშინ, 20 ივნისს, საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა 2018-19 წლების ჩემპიონატის მეორე ფინალური მატჩი გაიმართა  "დინამოსა" და "თბილისს" შორის. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და "თბილისმა" 2 ბურთის სხვაობით მოიგო - 12:10.

მეორე შეხვედრის პირველ პერიოდში "თბილისის" წყალბურთელები ორჯერ დაწინაურდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დინამოელმა ბაღათურიამ 2 გოლი მიითვალა, პირველი რვაწუთიანი მონაკვეთი მაინც "თბილისმა" მოიგო - 3:2.

იგივე შედეგი დაფიქსირდა მეორე პერიოდშიც, ხოლო მე-4 რვაწუთიანის დასაწყისში ხვედელიანმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა. თუმცა
დარჩენილ დროში უპირატესობა "თბილისის" წყალბურთელების მხარეს იყო და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.

"თბილისის დინამო" - "თბილისი" 10:12

დინამო: რაზმაძე, შავშიშვილი, ვაპენსკი (2), თეთრაძე (2), დვალი, ადეიშვილი (1), ხვედელიანი (2), ბაღათურია(3), თევდორაშვილი, მემანიშვილი, ერისთავი, ქართველიშვილი, გვეტაძე.

თბილისი: კაპანაძე, ჩიქვინიძე (1), დიასამიძე, იმნაიშვილი, სამყურაშვილი, ხოხაშვილი, ჯახაია, კუჭუაშვილი, მესხი (6), მაგრაქველიძე (2), შუშიაშვილი (2), დადვანი, ბარაბაძე.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა "დინამომ" მოიგო, ამ თამაშის შემდეგ კი სერიაში ანგარიში გათანაბრდა. ჩემპიონს მესამე შეხვედრა გამოავლენს.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული