#ვითიბისპორტი

წყალბურთი

15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან ფრედ ითამაშა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation

ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში 21 ივლისს საქართველოს 15 წლამდე ვაჟ წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი რუსეთის მატჩით დაიწყო.

ერთი კვირის წინ სტამბულის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა რუსი თანატოლები 4 ბურთის სხვაობით დაამარცხა და გამარჯვებასთან ბულგარეთშიც ახლოს იყო. ბოლო მეოთხედის წინ ჩვენი ნაკრები 4-ბურთიანი სხვაობით ამარცხებდა მეტოქეს. ქართველი წყალბურთელები თამაშის დასრულებამდე 52 წამით ადრეც წინ იყვნენ, თუმცა საბოლოოდ რუსებმა ანგარიში გაათანაბრეს და შეხვედრაც ასე დასრულდა - 9:9.

საქართველო - რუსეთი 9:9 (5:2, 1:1, 3:2, 0:4)

საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი
(1), ბაგაშვილი (1), ბეგიაშვილი, ს. ტყეშელაშვილი, ახვლედიანი (3), ვასაძე, გორგოძე, კირიაკიდი (1), ჩიქოვანი (3), ცოტაძე, ნ. ტყეშელაშვილი (1).

ახალგაზრდა ქართველი წყალბურთელები დღეს, 22 ივლისს იტალიის გუნდს დაუპირისპირდებიან.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ