#ვითიბისპორტი

წყალბურთი

U15. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეოთხედფინალში საბერძნეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
25 ივლისს, ბულგარეთში მიმდინარე ევროპირველობაზე საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრები მეოთხედფინალში დაძაბულ ბრძოლაში საბერძნეთთან 10:12 (3:3, 2:3, 3:1, 2:5) დამარცხდა.

ჩვენმა გუნდმა თავდადებით იბრძოლა, დასკვნითი მეოთხედის წინ იგებდა კიდეც, მაგრამ ბოლოს მეტოქემ იმარჯვა.

ბესარიონ ახვლედიანმა 5 გოლი გაიტანა, თითო-თითო კი - გიორგი კოზაშვილმა, საბა ტყეშელაშვილმა, დავით გორგოძემ, გიორგი კირიაკიდიმ და ლუკა ჩიქოვანმა.

საქართველოს ნაკრები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობს ბრძოლას და 27 ივლისს ხორვატიას შეხვდება.


Sportall.Ge




ასევე დაგაინტერესებთ