#ვითიბისპორტი

წყალბურთი

"დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს

AutoSharing Option
წყალბურთის კლუბი "დინამო თბილისი" "ფეისბუქზე" ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ "დინამო თბილისმა" საქართველოს ჩემპიონატში ფინალური სერია "თბილისთან" დათმო, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გადაწყვეტილებით, "დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე, ევროპის TOP 16 გუნდს შორის იასპარეზებს.

რომელ ჯგუფში მოხვდება "დინამო" და ვინ იქნებიან მისი მეტოქეები, 30 აგვისტოს ბარსელონაში გამართულ კენჭისყრაზე გახდება ცნობილი.

გთავაზობთ "დინამო თბილისის" განცხადებას უცვლელად:

"წყალბურთის გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს! ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გადაწყვეტილებით, "დინამო თბილისი''
ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე, ევროპის TOP 16 გუნდს შორის იასპარეზებს!!! 30 აგვისტოს, ბარსელონაში გამართულ კენჭისყრაზე, ცნობილი გახდება ჯგუფი, რომელშიც ჩვენი გუნდი მოხვდება. მადლობას ვუხდით საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციას თანადგომისთვის".

Sportall.Ge

Sportall.Ge