ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაზე გადაერთო

AutoSharing Option
ლაშა შავდათუაშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში დამარცხდა და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს.

გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

1/4-ფინალში ლაშას მეტოქე იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო იყო, რომელიც 73 კილომდე წონის პირველი ნომერი და მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტია. ბრძოლის ბედი გაფრთხილებების რაოდენობამ გადაწყვიტა - ლაშა 3-ჯერ გააფრთხილეს და შეხვედრაც დასრულდა.

შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი დენის იარცევი იქნება. ეს სწორედ ის იარცევია, ლაშამ 2016 წლის 8 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე რეპეშაჟში
რომ დაამარცხა.
ასევე დაგაინტერესებთ