ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი კარიერაში მეორედ მოიგო.

ქართველმა სპორტსმენმა, ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატის ფინალში იაპონელ აარონ ვოლფთან დამატებით დროში, ვაზარით წააგო.

გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

ქართველ ძიუდოისტთაგან გამოსასვლელი გურამ თუშიშვილი დარჩა, რომელიც დაახლოებით 19 საათსა და 45 წუთზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: თუშიშვილი რინერთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოქრუაშვილი ბრინჯაოსთვის ვეღარ იბრძოლებს
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვარლამ (ლიპო), შენ უძლიერესი ხარ, აუცილებლად სულ უახლოეს პერიოდში ოლიმპიური ჩემპიონიც იქნები და მსოფლიოს კიდევ არა მხოლოდ ერთხელ!!!
SOSO
04 სექტემბერი 2017 23:37
0
ევროპაზე 3 ოქრო და 4 ვერცხლი, მსოფლიოზე 2 ვერცხლი, ოლიმპიადაზე 1 ვეცხლი. რაც არგენტინაა ფეხბურთში ისაა ლიპო ძიუდოში, ნამდვილი ლუზერი. ამ კაცს ფინალის წინ ფსიქოლოგი მიუყვანეთ ან საერთოდ უარი თქვას ფინალში ჭიდაობაზე.
დათო
03 სექტემბერი 2017 11:50
0
მე მგონი უშანგი მარგიანმა ყველაზე მაგარი ჭიდაობა აჩვენა!
aburjga
02 სექტემბერი 2017 22:05
1
ლიპო საქართველოს სიამაყე!
tamta
02 სექტემბერი 2017 20:59
0
გილოცავ ლიპო! შენგან ნებისმიერ ტურნირში ერთი მედალი მუდმივდ არის ჩვენი ნაკრების ყულაბაში.ოლიმპიადის ოქრო მომელოცოს.
grisha dedakimovi
02 სექტემბერი 2017 20:55
0
სამარცხვინო გამოსვლაა!
ლიპო და თუში კარგია
giga
02 სექტემბერი 2017 20:50
1
ვერცხლი მოიგო თუ ოქრო წააგო? ფინალში გავიდაო რომ დადეთ ეგ ხომ იყო ვერცხლის მოგება :)))
???
02 სექტემბერი 2017 19:49
0

სიახლეები პოპულარული