ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. გურამ თუშიშვილი უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, გურამ თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა წააგო.

თუშიშვილი გამოცდილ მონღოლ სპორტსმენთან, ნაიდან ტუვშინბაიერთან დამარცხდა. 33 წლის ნაიდანი, რომლის ტიტულებსაც ოლიმპიური ოქრო და ვერცხლი ამშვენებს, ვაზარით მარცხდებოდა. ბოლო წუთზე, მან თუშიშვილი 2-ჯერ შებოჭა - გურამმა პირველ ჯერზე თავი დაიძვრინა, მაგრამ მეორედ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ბუდაპეშტში გამართულ პირველობაზე ინდივიდუალური გამოსვლა 1 ვერცხლითა (ვარლამ ლიპარტელიანი) და 2 ბრინჯაოთი (ვაჟა მარგველაშვილი, უშანგი მარგიანი) დაასრულეს. ხვალ, გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

-varlam-lipartelianma-verckhlis-medali-moigo.html" target="_blank">- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიგო

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოქრუაშვილი ბრინჯაოსთვის ვეღარ იბრძოლებს