ძიუდო. მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი: თუშიშვილი VS რინერი

AutoSharing Option
უახლოეს უქმეებზე, 11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.

აბსოლუტურ პირველობაზე წონით კატეგორიებში შეზღუდვა არაა, ქვეყანას კი ოთხი მონაწილის გამოყვანა შეუძლია.

მაროკოში ჩვენგანაც კვარტეტი იჭიდავებს, თუმცა იმათგან ერთი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ფინალისტი და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი 100 კილოგრამის წარმომადგენელია, სხვები კი მძიმეწონოსნები არიან: ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ადამ ოქრუაშვილი და ევროპის
ბრინჯაოსმედალოსანი ლევან მატიაშვილი.

წინასწარი მონაცემებით, ტურნირში 40 მონაწილეა დარეგისტრირებული: ჰოლანდიელი ჰენკ ხროლი, უნგრელი ბარნა ბორი, ფრანგი სირილ მარე, რუსები - ალექსანდრ მიხაილინი, ადლან ბისულთანოვი, ანტონ კრივობოკოვი, იაპონელები - კოკორო კაგეურა და ტაკეში ოჯიტანი, ტუნისელი ფაიცელ ჯაბალა, ყირგიზი იური კრაკოვეცკი, ებრაელი ორ სასონი, ჰოლანდიელი როი მეიერი, ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი, უკრაინელები: ალექსანდრ გორდიენკო, იაკივ ხამო და სხვები, თუმცა ძიუდოს სამყაროს გამორჩეული ყურადღება და უდიდესი ინტერესი იმთავითვე მიქცეულია თუშიშვილისა და ლეგენდარული ფრანგი ტედი რინერის მოსალოდნელ დაპირისპირებაზე, ამათი ურთიერთპაექრობა კი უკვე იქცა ძიუდოს კლასიკად.

უცხოურ საიტებზე გაჩნდა ვიდეორგოლები მძიმე წონის ამ ორი გიგანტის ბუდაპეშტური შერკინების, მართლაც რომ ტიტანთა სადარი პაექრობის შესახებ. თუშიშვილს ამჯერად მაროკოში რევანშის შანსი ექნება და ვნახოთ, რამდენად წარმატებით გამოიყენებს მას.

მარაკეშში ძიუდოს კიმონოს ისევ ჩაიცვამს ბერძენთა ქართველყოფილი ევროპის ორგზის, მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი, ვინც რიოს ოლიმპიადის შემდეგ დაანება ძიუდოს თავი და პენსიაზე გავიდა, თუმცა ახლა მანაც შეიტანა წინასწარი განაცხადი. იგივე ითქმის რუსთა მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიადის ფინალისტ მიხაილინზეც.

ბოლო მონაცემებით, არაბულ სამყაროსთან ისრაელის დაძაბული, არადიპლომატიური ურთიერთობის გამო ვიზის მიღებასა და მაროკოში შესვლაზე პრობლემები შექმნია ორ სასონს, თუმცა ბოლოს საქმეში საერთაშორისო ფედერაციის მოქნილი პრეზიდენტი მარიუს ვიზერი ჩარეულა და, იმედოვნებენ, რომ პრობლემები მოგვარდება და იჯფ-ს დროშით მაინც აჭიდავებენ, როგორც ეს სხვა არაბულ ქვეყნებში მათი გამოსვლისას ხდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 500 000 ევროა. აქედან ჩემპიონის წილი 100 ათასი ევროა, საიდანაც 80 ათასს უშუალოდ სპორტსმენი მიიღებს, 20 ათასს - მისი მწვრთნელი. ვერცხლისმედალოსანზე 50 ათასია გათვალისწინებული, ბრინჯაოსპრიზიორებზე თითოეულზე - 25 ათასი. გვარიან პრემიებს მიიღებენ მომდევნო ადგილებზე გასულებიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ცოტა ხანში თუშიშვილი-რინერის შეხვედრაა 2 ტურში. ფრანგი კომენტატორები ნადალისა და ფედერერის შეხვედრას ადარებენ. წარმატებები გურამს!
არჩილ
11 ნოემბერი 2017 15:39
0
Luk, რეპორტაჟი ევროპის დროით 12 საათზე იწყება, ე.ი. 15 საათზე თბილისის დროით.
არჩილ
11 ნოემბერი 2017 01:29
0
Luk არხის სახელწოდებაა L'EQUIPE 21. წარმატებები
არჩილ
11 ნოემბერი 2017 00:58
1
მადლობა არჩილ
luk
11 ნოემბერი 2017 12:59
0
აცჰვენებენ ხვალ ტუ იციტ ამ ცჰემპიონატს
giorgi
10 ნოემბერი 2017 22:44
1
წარმატებები ბიჭებო.რაც მთავარია ,ვაჟკაცურად იჭიდავეთ.
სოსო
10 ნოემბერი 2017 21:50
0
გუშინდელ ფრანგულ სპორტულ გადაცემაში ფართოდ გაშუქდა ძიუდოს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი მაროკოში. აჩვენეს და ინტერვიუ აუღეს ტედი რინერს, რომელსაც 20კგ დაუკლია, უფრო მოძრავი და სწრაფი რომ გახდეს. მიმომხილველებს კი პირზე ქართველთა ოთხეული ეკერათ პირზე, რომლებიც ამ ჩემპიონატზე გამოდიან. განსაკუთრებულად კი თუშიშვილს ახსენებდნენ, რადგან მისმა წინა შეხვედრამ რინერთან დიდი რეზონანსი გამოიწვია ძიუდოს სამყაროში. იმედია ჩვენი ბიჭები გვასახელებენ. წარმატებებს ვუსურვებ ოთხივეს.
არჩილ
10 ნოემბერი 2017 20:55
0
არჩილ ლინკს ხო ვერ მომწერე ან რომელ არხზე იყო რო მითხრა მეც მინდა ნახვა.
luk
11 ნოემბერი 2017 00:01
0
წარმატებები ბიჭებო
gio
10 ნოემბერი 2017 19:41
0
რამხელა პრემიებია წაკუზვა გადაკუზვაში, სასაცილოა
ilo
10 ნოემბერი 2017 16:51
11
დაანებეთ თავი რინერს, ის დევკაცია.თუ ფინალამდე შეხვდა იმედია იმ სისულელეს აღარ გააკეთებს რომ თავი შეაკლას და მერე არაქათგამოცლილი ეჭიდაოს სხვას.
ცოტა ტვინი გავანძრიოთ
10 ნოემბერი 2017 15:54
6
ნუ გააღმერთეთ თუშიშვილი, ჯერ სხვები დაამარცხოს სტაბილურად და რინერთან კონკურენციაზე შემდეგ იფიქრეთ.
gio
10 ნოემბერი 2017 15:21
7

სიახლეები პოპულარული