ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი (90) პირველივე შეხვედრაში რუს მიხაილ იგოლნიკოვთან იპონით დამარცხა.
ამავე წონით კატეგორიაში პირველ ეტაპზე, ნოდარ ბერიანმა ხორვატი ანტონიო გარასიჩი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ ფინელ ოტო ლამანენს იპონით სძლია და მესამე ეტაპზე ბელორუსელ იაჰურ ვარაპოსთან მარცხის შემდეგ გადაინაცვლა რეპეშაში.
რეპეშაში პირველივე შეხვედრაში ესტონელი კრისტოფერ კლენი იპონით დაამარცხა, ხოლო რეპეშას ფინალში პოლონელ რაფალ კოზლოვსკისთან რთულ ორთაბრძოლაში დამარცხდა.
პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ონისე სანებლიძე (100),
(100+) კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა პირველ შეხვედრაში უკრაინელი ფედირ პანკო იპონით დაამარცხა, მეორე დაპირისპირებაში ხორვატ ზარკო ჯულუმს იპონით მოუგო, ნახევარფინალში კი რუს ტამერლან ბაშავეთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა.
მესამე ადგილისთვის გელა ზაალიშვილი აზერბაიჯანელ ჯალილ შუქუროვს დაუპირისპირდა, იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ტურნირის პირველ ორ დღეს უმედლოდ დარჩა.
გუნდი ამ შეჯიბრებას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. ღვინიაშვილიც კი, რომელიც უდავო ფავორიტი იყო, არ გავდა საკუთარ თავს.
აბსოლუტურად არაკომპეტენტურმა მწვრთენელებმა გუნდი სავალალო დღეში ჩააგდეს.
თუმცა, "თევზი თავიდან ლპება" და პასუხი, პირველ რიგში, ფედერაციის უნიათო ხელმძღვანელობას უნდა მოეკითხოს!