ვაჟა მარგველაშვილი ძიგორო კანოს ტურნირზე უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
2 დეკემბერს ტოკიოში ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადის" პირველი საშეჯიბრო დღე გაიმართა.

66 კგ. წონით კატეგორიაში ტურნირზე მოწვეული ვაჟა მარგველაშვილი სამწუხაროდ უმედლოდ დარჩა.

პირველი შეხვედრა მარგველაშვილმა საუდის არაბეთის წარმომადგენელ აბდულაზიზ ალბაშის იპონით მოუგო. შემდეგ კი პერუელ ხუან პოსტიგოს ასევე იპონით სძლია.

მესამე შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი იაპონელ ჯოშირო მარუიამასთან იპონით დამარცხდა. რეპეშაჟში გადასვლის შემდეგ მარგველაშვილი უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაიას იპონით მოუგო.

ქართველი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ ისოდა ნორიჰიტოსთან იპონით დამარცხდა.

3 დეკემბერს ტოკიოში ჩვენი ორი
სპორტსმენი გამოვა: მსოფლიოს მესამე პრიზიორი უშანგი მარგიანი (90) და ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (100).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული