66 კგ. წონით კატეგორიაში ტურნირზე მოწვეული ვაჟა მარგველაშვილი სამწუხაროდ უმედლოდ დარჩა.
პირველი შეხვედრა მარგველაშვილმა საუდის არაბეთის წარმომადგენელ აბდულაზიზ ალბაშის იპონით მოუგო. შემდეგ კი პერუელ ხუან პოსტიგოს ასევე იპონით სძლია.
მესამე შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი იაპონელ ჯოშირო მარუიამასთან იპონით დამარცხდა. რეპეშაჟში გადასვლის შემდეგ მარგველაშვილი უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაიას იპონით მოუგო.
ქართველი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ ისოდა ნორიჰიტოსთან იპონით დამარცხდა.
3 დეკემბერს ტოკიოში ჩვენი ორი