ლიპარტელიანი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი - სამი ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალშია

AutoSharing Option
უკვე ვწერდით, რომ სანქტ პეტერბურგში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო მასტერსზე ნახევარფინალის საგზური ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა.

ღვინიაშვილს მხარი კიდევ ორმა ქართველმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმაც აუბა და 1/2 - ფინალში გავიდა.

ლიპარტელიანმა რუს კირილ დენისოვს, ხოლო თუშიშვილმა, კუბელ ალექს გარსია მენდოზას აჯობა.

ნახევარფინალური მატჩების დაწყების დრო კი შემდეგია:

ბექა ღვინიაშვილი - ნიკოლოზ შერაზადაშვილი (ესპ) 15:40

ვარლამ ლიპარტელიანი - მიკლოს ცირიენცისი (უნგ) 16:10

გურამ თუშიშვილი - რაფაელ სილვა (ბრაზ) 16:30
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბექა და ლიპო უკვე ფინალში არიან
ვანო
16:11 17-12-2017
0
დადევით ლინკი რომ ვუყუროთ
glaxuna
16:18 17-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული