ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის დიდ სლემზე ვერ იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა შაბათს დაამთავრა სეზონის პირველი შეკრება ბაკურიანში, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმო და თბილისში დაბრუნდა.

ნაკრებმა ორშაბათიდან ძიუდოს აკადემიაში უკვე განაახლა ვარჯიში, 26 იანვარს კი იქვე მორიგ შეკრებას დაიწყებს.

ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილს, თურმე, ჯერ ისევ აწუხებს ნაოპერაციები ხელი. ამიტომ ჭრიკიშვილი პარიზის დიდ სლემზე ვერ იჭიდავებს.

პარიზის დიდ სლემზე კი იჭიდავებენ:

ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა
შავდათუაშვილი (73), ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი და ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - 81), მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი უშანგი მარგიანი და ევროპის მესამეპრიზიორი ბექა ღვინიაშვილი (90),

შეგახსენებთ, რომ გუნდი თებერვალში სამ დიდ ტურნირში გამოვა: 10-11 თებერვალს პარიზში დიდ სლემზე იასპარეზებს, ერთ კვირაში ავსტრიულ ობერვარტში ევროპის თასზე იჭიდავებს, კიდევ ერთ კვირაში - 23-25 თებერვალს კი გერმანულ დიუსელდორფში მოსინჯავს ძალებს ისევ დიდ სლემზე.

ოღონდ პარიზსა და დიუსელდორფში ძირითადი შემადგენლობა გამოვა, ავსტრიაში კი საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნები წავლენ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი ბიჭები სადღა არიან(ლიპო,თუში და ა.შ.)?
emigranti
16:49 24-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული