"სერიოზულ ტრავმას გადავრჩი... ეხლა თავს უფრო უკეთესად და დამშვიდებულად ვგრძნობ"

AutoSharing Option
ბექა ღვინიაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა მოჭიდავემ ფინალურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და  მარცხი ამანაც განაპირობა.

ღვინიაშვილი, 90კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადავიდა. Sportall.ge მოჭიდავეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა.

-როგორ შეაფასებდით თქვენს გამოსვლას პარზისი გრანდ სლემზე?
-როგორც ტურნირამდე ავღნიშნე კარგად ვიყავი მომზადებული. უბრალოდ, ფინალში ჩახტომის დროს მუხლი ამომივარდა და ჩემპიონი ვერაფრით ვერ გავხდებოდი. დანარჩენ შეხვედრებში კი წინა შეჯიბრთან შედარებით კარგად ვიჭიდავე.

-ფინალურ შეხვედრაში თქვენ ტრავმა მიიღეთ, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად?
-ეხლა გავდივარ რეაბილიტაციას და
სავარაუდოდ, ერთ კვირაში დავიწყებ ვარჯიშს. გადავრჩი, სერიოზული ტრავმა არ მაქვს.

-თქვენ წონით კატეგორიაში მსოფლიოში პირველი ნომერი გახდით...
-ეხლა თავს უფრო უკეთესად და დამშვიდებულად ვგრძნობ. ეხლა თეთრი კიმონოთი მომიწევს ჭიდაობა და უფრო მეტი შემართებით ვიქნები. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ვიყო პირველი ნომერი, ეს ალბათ, ყველა სპორტსმენისთვის დიდი ოცნებაა.

-რომელ ტურნირზე იჭიდავებთ შემდეგში?
-სავარაუდოდ, პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე ვიჭიდავებ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯანმრთველობა და დიდი წარმატებები ბექა, გფარავდეს უფალი.
gizog
11:43 19-02-2018
0
გულზე მომეშვა.ძალიან ცუდად წაუვიდა ფეხი,ვიფიქრე მყესები დაიწყვიტა მეთქი.წარმატებები ბექა,კიდევ გაიმარჯვებ.
სოსო
11:25 19-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული