ევროპის ჩემპიონატი: ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალში გავიდა!

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი (60) ისრაელის ქალაქ თელ-ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

პაპინაშვილი ფინალური საგზურის მოსაპოვებლად რუსეთის სახელით მოასპარეზე ისლამ იაშუევს შეხვდება.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

პაპინაშვილმა სტარტზე ბულგარელ ვალენტინ ალიპიევს 27 წამში იპონით მოუგო, შემდეგ კი უნგრელი ცაბა ძაბო ვაზარით დაამარცხა.

სამწუხაროდ, ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) პირველივე შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე ბესლან მუდრანოვთან ვაზარით წააგო.

ასევე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ვაჟა მარგველაშვილი (66), რომელმაც გერმანელ მიხაელ ადამთან ვაზარით დათმო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული