ევროპის ჩემპიონატი: მედლებისთვის თუშიშვილი და ღვინიაშვილი იბრძოლებენ

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი თელ-ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 1/2-ფინალში გავიდა.

თვდაპირველად მან ისლანდიელი ტორმოდურ ჯონსონი დაამარცხა, შემდეგ კი უკრაინელი ოლეკსანდრ გორდიენკოს წინააღმდეგობა დასძლია.

1/2-ფინალში მისი მეტოქე რუსი ტამერლან ბაშაევი იქნება.

1/4-ფინალშია გასული ბექა ღვინიაშვილი, რომელიც ნახევარფინალის საგზურისთვის რუს მიხაილ იგოლნიკოვს დაეჭიდება.

სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრა დათმო ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელიც ბელარუს დანიელ მუკეტესთან დამარცხდა.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს გამოსულ კიდევ ერთ ქართველ ძიუდოისტ უშანგი მარგიანს, ის 1/8-ფინალამდე მივიდა, სადაც ბერძენი ტეოდოროს ცელიდისის წინააღმდეგობა ვეღარ დასძლია.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ძიუდოისტები ორი საასპარეზო დღის
შემდეგ ჯერჯერობით უმედლოდ არიან.
მკითხველის კომენტარები / 18 /
დააბრუნეთ უზნაძე! ოლიმპიადა არა აპატიეთ მაგრამ მაგ დროს ბიჭები 10 თავით უკეთ ჭიდაობდნენ. მთელი წელი ველოდები და გული მწყდება რომ ეგეთი შედეგია. გურამს წარმატებები! დანარჩენ ბიჭებს გული არ გაიტეხოთ წინ უფრო დიდი ტურნირებია! ღმერთი თქვენსკენ.
gurami
16:26 28-04-2018
1
დიდი პატივიცემა მაგრამ ვფიქრობ ამ ეტაპზე ჩხვიმიანი, ტატალაშვილი, და მარგიანის წაყვანა არ ღირდა. მე მაგალითათ 81-ში გავაორებდი კირაკოზაშვილი გრიგალაშვილით. და 66-ში ნინიაშვილით დავამატებდი?
zaza
16:34 28-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული