ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება

AutoSharing Option
gjf.ge-ს ფოტო

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტის, ბექა ღვინიაშვილის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებელი ასპარეზობის გამო ძალიან დიდი ტრაგედია შეიქმნა.

ახალგაზრდა მოჭიდავისვე თქმით, ის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ირაკლი ცირეკიძის მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი და მას დადებითად აფასებს.

Sportall.ge ღვინიაშვილს დაუკავშირდა. ჩვენ მას ევროპის ჩემპიონატზე, ირაკლი ცირეკიძის წასვლაზე, ზურაბ ზვიადაურის განცხადებასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

"ევროპის ჩემპიონატზე ვიტყოდი, რომ სპორტია და ყველაფერი ხდება. არავინ არ არის წაგებისგან დაზღვეული. შესაძლოა, მაგარი მომზადებული წახვიდე და უმედლოდ ჩამოხვიდე, ანდაც პირიქით.

ძალიან ბევრ ადამიანს დაებადა კითხვა, რატომ მოხდა
ეს ყველაფერი? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სპორტია და ხდება.

იქ იყო ძალიან ბევრი ნიუანსი, მაგალითად, იყო მსაჯების შეცდომებიც, მაგრამ ამის გამო ტრაგედიას არ ვქმნით.

პირადად მე, მუხლზე ტრავმა მქონდა და 24 საათი ვიყავი ექიმებთან, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ოქროს მედალს მაინც ველოდი.

ზუსტად ვიცი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ამ შედეგს გამოვასწორებთ და მისთვის უფრო კარგად მოვემზადებით.

ირაკლი ცირეკიძისა და თითოეული მწვრთნელის მიმართ მე პირადად სიმპათია გამაჩნია, რადგან იბრძოდნენ, რაც შეეძლოთ. ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და ჩვენ გვერდით იდგნენ, მაგრამ უცბად ეს ცუდი შედეგი დაინახა ქართველმა გულშემატკივარმა და ამისგან ტრაგედია შექმნა.

ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება, რადგან წინ მსოფლიო ჩემპიონატი და არაერთი შეჯიბრია.

საქართველოში ხშირ შემთხვევაში სულ ასე ხდება... გამოვედით ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლად და ძალიან დიდი ტრაგედია შეიქმნა.

სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი არ მესიამოვნა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება და ჩვენდა საკეთილდღეოდ წავა.

თითოეული სპორტსმენი შეცდომებზე სწავლობს და ჩვენც ჭკუას ვისწავლით. სამწუხაროა, რომ ცირეკიძე წავიდა. მე მას ძალიან დადებითად ვაფასებ.

რაც შეეხება ზვიადაურის კომენტარს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა დაწერა ზურამ და არც წამიკითხავს.

ამ საკითხში მე არც ვერევი, ჩემი საქმეა სპორტი, წინ მსოფლიო ჩემპიონატი და სხვა შეჯიბრებებია. ამიტომ არ ვინტერესდები, ვინ რა სტატია დაწერა და რა კომენტარი გააკეთა.

მწვრთნელის წასვლის შემდეგ რაღაც გეგმები აირია. დაგეგმილი იყო მსოფლიო ჩემპიონატამდე სხვა ტურნირზე ასპარეზობა.

ახლა ნამდვილად არ ვიცი, რომელ ტურნირზე ვიჭიდავებ. როდესაც მთავარი მწვრთნელი დაინიშნება, ეს მას შემდეგ გადაწყდება", - გვითხრა ღვინიაშვილმა.

▶ ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის
▶ ზურაბ ზვიადაური: ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!
▶კრახი! - საქართველო ევროპის ჩემპიონატზე უკვე მეორე დღეა უმედლოდ რჩება
▶ ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
მკითხველის კომენტარები / 11 /
ახალგაზრდა ქართველო სპორცმენი პრადოზე რომ დაჯდება, სპორცმენობა მეორე პლანზე გადასდის...
GV 707 IN

ლენდკრუიზერ პრადო ბევრი ოქროს მერე დაგესველებინა ჯობდა
giorgi
04 მაისი 2018 12:52
6
ucnobi-ს. ნუ მიწყენ და თქვენი კომენტარი, უფრო ბოდვას გავს, ვიდრე მოსაზრებას. ანუ რა გამოდის, თუ ხარ მსოფლიოს ან თუნდაც ევროპის ჩედმპიონატების პრიზიორი, სპორცმენად არ ითვლები, მაგრამ თუ მსოფლიო ან ოლიმპიური ჩემპიონი გახდი, მხოლოდ მაშინ ხარ სპორცმენი? აბა შენ ყოფილხარ რა!!!! კარგით რა ხალხნო!! საიდან მოგდით ასეთი უნიკალური და განუმეორებელი აზრები!!! ბიჭებს წარმატება!! მჯერა ეს სულ მალე დადგება.
luka
02 მაისი 2018 16:41
2
ბექა მართალია. ასეა სპორტში-იგებ გაქებენ, აგებ გაგინებენ. მიშა მესხს, მიშა ქორქიას, დათო ყიფიანს და სხვა ვარსკვლავებსაც მწარედ აკრიტიკებდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ აგინებდნენ კიდეც პიდაპირ სტადიონზე თუ სასახლეში, როცა შედეგი არ ქონდათ. ასე რომ კრიტიკა რა მოსატანია, მითუმეტეს თუ ის ასეთი, მართლაც წარმოუდგენელი უარყოფითი შედეგის შემდეგ ისმის. ვფიქრობ, ეს გაკვეთილი უნდა იყოს თვითოეული თქვენთაგანისათვის. რაც თუშიშვილმა შეხვედრის ბოლო წამებზე ჩაიდინა (თითქოს გონკის შემდეგ აუღეს ქულა) ჩაიდინა, ეს უკვე ძალიან დიდი შეცდომა და უპასუხისმგებლობაა. მეჩვენებოდა რომ ბიჭებს არც კი უნდოდათ მოგება. ცირეკიძე კი საერთოდ არ დამინახავს ტელე ეკრანზე. მგონი დარბაზშიც არ იყო საერთოდ.
kaki
02 მაისი 2018 15:13
2
gurami-ს. თუ კრიტიკული გამონათქვამები (და არა წამოროშვები-დამილოცნია შენი ინტელექტი) ისე ცუდად მოქმედებს ბიჭებზე, რომ გული უტყდებათ, მაშინ რა უნდათ სპორტში და განსაკუთრებით ძიუდოში? ძიუდო ეს ხომიგივე ომია, გულგატეხილი მეომარი კი ომში ვერაფერს მიაღწევს. გასაკვირია პირდაპირ!! რას ელოდით ასეთი შედეგების შეწმდეგ? ქება დიდებას? თუ რაშია საქმე. წარმატებები ბიჭებს, თუმცა კრიტიკაც მომავალი წარმატების საწინდარია.
gela
02 მაისი 2018 15:04
1
მაშინ არ გაქვთ ტრამვები ხო ყანწებს რომ ცლით..სპორცმენი და ძიუდოისტი განსხვავდება ერთმანეთისგან და თქვენ ხართ ძიუდოისტები და არა სპორცმენები..სპორცმენია მასაში ებინუმა, 3 გზის მსოფლიო ჩემპიონი..დიუსელდორფი და უსუსტესი მასტერსის მოგება არ ნიშნავს ბერვს არაფერს..მოიგეთ მსოფლიო ან ოლიმპიადა და მერე თქვით სპორცემნები ვართო.
ucnobi
02 მაისი 2018 14:58
3
მსოფლიო ჩემპიონატზე ოქრო ვერ ავიღეთ ახლა ვერც ევროპაზე პრესტიჯულ გრანდსლემებზეც გაგვიჭირდა, ყველამ შეისწავლა ჩვენი ჭიდაობის სტილი, მოსაძებნია ახალი მიდგომები, მაგალითად ხომარ მოგვეწვია იაპონელი სპეციალისტი ფეხით გამოკრაზე რო ავარჯიშოს ჩვენი ლომები რამდენი ფინალი წავაგეთ ცერულით გამოკრულზე ოლიმპიადაზე ვარლამმა მსოფლიოზე ჭრიკიშვილმა, ეგ კომპონენტი დასახვეწია თუშიშვილს გამოადგებოდა ყველაზე მეტად მარტო ჩახტომით ფონს ვეღარ გადის და შლის ხელებს, და კიდე სადააა ჭრიკიშვილი რატო დაიკარგა ეს სპორცმენი რომელიც სულ გამარჯვებასთან ასოცირდებოდა? 81 კილოში უკეთესი ვინაა. ეს ერთი ჩავარდნა არაფერია მაგრამ კრიზისი არ უნდა გაღრმავდეს ამაზე გვტკივა გული, გვეიმედებით და წარმატებები ჩვენ ლომებს. კრიტიკა შეურაწყოფა არაა. გვიყვარხართ ყველას!!!!
იპონი
02 მაისი 2018 14:42
0
გაუმარჯოს ჩვენ ძიუდოისტებს!! ჩვენ ყველაზე წარმატებულ სპორტის სახეობას!! ბიჭები კიდევ ძალიან დიდი შედეგებს დადებენ!! და ყველას ახსოვდეს აქ დაწერილი ყველა ნეგატიური წამონაროში. ბიჭებს გულს უტეხავს!
gurami
02 მაისი 2018 14:11
4
სანამ პირველივე წარმატებაზე მანქანებს ყიდვას არ შეეშვებით და მერე ინსტაგრამში ფოტოების დაყრას, მანამდე ესე იქნები ორი ცალი მასტერსის იმედზე. ჩილიმებს და სიგარეტებსაც უნდა შეეშვა ჯიგარ
Koga
02 მაისი 2018 13:46
3
ფაქიჯი ფაქიჯი დუ. აი ასე ისაუბრებდა ბექუჩა აქვა პარლამენტისტი
ლევ
02 მაისი 2018 13:05
2
ბექა შენი და მთლიანად ნაკრების დიდი გულშემატკივარი ვარ მაგრამ სიგარეტს და კონიაკს თუარ შეეშვებით კიდე ბევრჯერ დააბრალებთ მსაჯებს წაგებას!!!
იპონი
02 მაისი 2018 12:46
2
რაა? სიგარეტსა ქაჩამს და კონიაქსა ყლურწამს? აიტ მუხანათო გიაურო! მეტი ინტელექტის ნემსები ამას უკანალში!
anri
02 მაისი 2018 13:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული