ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ძიუდოს ნაკრების წევრები მიესალმებიან სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებას, შეიქმნას საკითხის განსახილველად კომისია. თუმცა, აღნიშნავს, რომ ისინი დღეს დაგეგმილ ყრილობაზე მივლენ და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს კონკრეტულ კითხვებს დაუსვამენ.
“ჩვენ მოვისმინეთ მინისტრის განცხადება და მადლობა მინდა გადავუხადო ყურადღებისთვის. ჩვენთვის მისაღებია აღნიშნული პოზიცია, თუმცა ჩვენ დღეს მივდივართ “ბილტმორში” ყრილობაზე და ყველა ერთად გავესაუბრებით ბატონ დავით ქევხიშვილს. დავუსვამთ
ძიუდოს მწვრთნელის, გიორგი ვაზაგაშვილის განცხადებით, გამორიცხულია სიტუაციის გამწვავება და დღევანდელი შეხვედრა მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით