ქევხიშვილისგან ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას ველოდებით - ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, მათ თავისი მოთხოვნები გააცნეს და ახლა დავით ქევხიშვილისგან ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ყრილობის წევრებმა ძიუდოისტებს განუცხადეს, რომ გადაწყვეტილება დავით ქევხიშვილის მოსმენის შემდეგ იქნება მიღებული.

ჩვენი მოთხოვნებით შევედით და დავაფიქსირეთ პოზიცია. მოვითხოვეთ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება და არ გაწირონ ქართული ძიუდო. მათ პასუხები არ გაგვცეს კითხვებზე და გვითხრეს, რომ ჯერ ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, ამის გამო დავტოვეთ ყრილობის სხდომა. ჩვენ ველოდებით დავით ქევხიშვილის ვაჟკაცურ და გონივრულ გადაწყვეტილებას და გავუწოდებთ მეგობრობის ხელს, თუ ის დატოვებს თანამდებობას
- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

▶ კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ ძიუდოისტები ყრილობაზე შეუშვეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
მთელი საქართველოს ძიუდოს ფედერაცია კორუფციაში და ძმაკაცობის სესტემაშია ჩართული, ამიტომ უნდათ ამ ბიჭებს რომ ქევხიშვილი გადადგეს და მიკერძოებული არ იყოს ვინმეს მიმართ ფედერაციის მაღალჩინოსნები, ამ ბიჭებმა იციან რასაც აკეთებენ და მეც მათ გვერდით ვარ, ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო. ქართულ ძიუდოს გვერდში დგომისთვის აუცილებლად დაგიფასდებათ ოდესღაც, წარმატებები ქართულ ძიუდოს.
roma
10 მაისი 2018 14:51
1
ბიჭებო მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა.
kaji
10 მაისი 2018 14:22
3
არგუმნეტი ვერ მოვუსიმინე. აი, თუნდაც ერთი არგუმენტი, ასე უპირობოდ რატო უნდა წავიდეს ქევხიშვილი. ასეთი მოთხოვნები რო გაქ, რამე არგუმენტიც უნდა გიმაგრებდეს ზურგს, გარდა სახელის და გვარისა.
Judo
10 მაისი 2018 14:16
15
არგუმენტი რომელი ერთი გინდა: 1. ნახევარზე მეტი ძიუდოისტები თავისი ფულით დადიან ტურნირებზე (ფედერაცია თავს არ იკლავს არავიზე გარდა ქევხიშვილის პროტეჟეებისა). 2. ქევხიშვილის დარბაზში ვარჯიში 86 ლარი ჯდება და ფედერაციიდან იხდიან მაგ ფულსაც ( აბა თავის კუდს ხომ არ მოიჭრის ქევხიშვილი).3. თბილისის ტურნირის ცუდად ორგანიზება (იაპონელები საერთოდ არ ჩამოვიდნენ და დანარჩენებმა კიდევ მეორე მესამე გუნდები ჩამოიყვანეს) ჩვენებმაც ყარეს ბეჭებზე ( შენზე 2 თავით დაბალს რომ მოუგებ მაგას მოგება ქვია?) 4. ევროპის ჩემპიონატის ჩაგდება (მანდ გამოჩნდა ყველაფერი როგორ მოემზადა ნაკრები). 5. ქევხიშვილი სამ ადგილზეა უფროსად ( ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, პაროლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და ყვარლის საკრებულოს ხემძღვანელი) საქართველოს პრეზიდენტობაღა დარჩა და იყაროს ბარემ კენჭი არჩევნებზე! საქართველოში დაილია ხალხი, რომ მაგან არ მართოს ყველგან!?
კიდევ გავაგრძელებ თუ გასაგები არ არის!!
ჯაჭვი
10 მაისი 2018 15:55
0

სიახლეები პოპულარული