დავით ქევხიშვილი: არ გადავდგები და ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ძიუდოისტებს არ ჰქონიათ კითხვები. ისინი მოვიდნენ იმისთვის, რომ წარმოეჩინათ, თითქოს ფედერაციაში არის პრობლემები. მე ამ სამი დღის განმავლობაში რაც მოვისმინე, ეს შევაჯამე და წარვუდგინე ჩემი პასუხები ყრილობას. პირველ რიგში, ძიუდოს ოჯახის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.

ძალიან კარგია, რომ სამინისტრომ გააკეთა კომისია და ვიმედოვნებ, გვექნება შესაძლებლობა, ამ ფორმატში გვქონდეს დიალოგი. ვფიქრობ, რომ საერთო ენა მაინც გამოინახება.

როცა ვესაუბრები ძიუდოისტებს, ისინი მეუბნებიან, რომ ჩემთან მოთხოვნები არა აქვთ. ისინი ასევე მეუბნებიან, რომ "გუნდია" და ამიტომ
არიან ერთად.

ვარლამ ლიპარტელიანს მინდა მივმართო, მასზე წინ მე ვიყავი გუნდის კაპიტანი და 2009 წელს, როცა გარკვეული პრობლემები იყო, მე შიდა სამზარეულო გარეთ არ გამიტანია და არც ვარჯიში შემიწყვეტია. მე მაშინ ვესაუბრე მწვრთნელს და დიალოგით მოვაგვარეთ ეს ამბავი.

როცა კაპიტანი ხარ, არ შეიძლება ასე პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე. ვარლამ ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება!

რა თქმა უნდა, ამ პროცესების უკან დგას რაღაც ჯგუფები და მე ამას არ ვუღრმავდები. არ იქნება სწორი, რომ მე გადავდგე, რადგან მათ ასე უნდათ, რადგან მათგან მე არგუმენტებიც კი ვერ მოვისმინე. ამ ყველაფერს წყვეტს ყრილობა და მათ მოისმინეს დღეს ჩემი პოზიცია".

▶ ქევხიშვილისგან ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას ველოდებით - ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს [VIDEO]
▶ ძიუდოს ფედერაციასთან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ
მკითხველის კომენტარები / 53 /
ეს კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი! ფულის ხამი და ქვეყნის მტერი! ქევხიშვილი მოგვაშორეთ!
სანდრო
15 მაისი 2018 11:30
1
ფუ რა უთავმოყვარო ყოფილა ეს შრეკი იდიოტი.შენ მოიქეცი ისე,როგორც პრეზიდენტს ეკადრება...
სტატუს ქუო
11 მაისი 2018 09:22
1
წადი ბიჯო დაგვანებე თავი ფედერაცია შენი ხოარ გგონია ხალხში გადი გულშემატკივარის აზრი იკითხე მაინც უმრავლესობის აზრია რომ უნდა წახვიდე, სკამს ებღაუჭები და ისე ნუგაიხდი საქმეს გაგაპანღურონ ბოლოსდაბოლოს მაქედან
gulshematkivari
11 მაისი 2018 08:28
1
მაიანცდამაინც ბიძომ უნდა გითხრას რომ გადადგე, რა არის მაგ სკამში ისეთი ასე რომ ებღაუჭები და ძიუდოს სამყაროს შუაზე ხლიჩავ
mamuka
11 მაისი 2018 04:07
1
კიდე სადმე დავნიშნოთ ქევხიშვილი ცოდოა ასეთი ნიჭის განიავება 3 პოზოცია ცოტაა ამხელა ბუმბერაზი პიროვნებისათვის
ვასო
10 მაისი 2018 23:26
2
სრული მხარდაჭერა მოქმედ ათლეტებს და არა ძიუდოს პრეზიდენტის ''საძმოს''!
10 მაისი 2018 22:25
1
ეგ კაცი თვითონ აპირებს ტურნირებზე გასვლას ყველას მაგივრად თუ მართლა ასეთი ნაგლია,როგორიც ეკრანიდან ჩანს? სამინისტროს არ აქვს უფლება არ გაივალისწინოს მოქმედი ათლეტების პრეტენზიები! სირცხვილია როცა სავარჯიშო პირობები აქვთ მოუწესრიგებელი და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ! მხოლოდ რაგბი არაა ამ ქვეყანაშ პრიორიტეტი! მიაქციეთ ყურადღება ამ ადამიანებს! რომელიმე ჩვენგანი ან თავად პრეზიდენტის მხარდამჭერებიდან ვინმე უკეთეს შედეგს დადებს შეჯიბრებებზე?
10 მაისი 2018 22:23
1
უნდა გადადგე. არ ხარ მართალი კაცი.
ქომაგი
10 მაისი 2018 19:03
3
რა დაბალი დონეა ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება. ძალიან ჭ კლასია
Em8granti
10 მაისი 2018 18:54
3
გივი, მოვედით!
ტიპები
10 მაისი 2018 18:49
0

სიახლეები პოპულარული