ჭიდაობა

ძიუდო

ვარლამ ლიპარტელიანი: ბოიკოტს ვაგრძელებთ და შეკითხვებზე პასუხებს ველოდებით

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ძიუდოისტების მოთხოვნა ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის თაობაზე, ძალაშია. როგორც ლიპარტელიანმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასევე გრძელდება ბოიკოტი და ძიუდოისტები არ ვარჯიშობენ.

"ბოიკოტს ვაგრძელებთ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას მოვითხოვთ და ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემას ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ კომპეტენტური პირები - კომისია იქნება ეს, სპორტის სამინისტრო, სპორტის კომიტეტი თუ სხვა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარებიან“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი ორ კვირაზე მეტია ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება
ფედერაციაში არსებულ პრობლემებს. ასევე, კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.

▶ მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

▶ ბრძოლა სიმართლისთვის გრძელდება - რას წერს ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში
▶ ზურაბ ზვიადაური: მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ უკანონობას თავი აარიდა