ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდოისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

AutoSharing Option
ძიუდოისტებმა დღეს, 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს. როგორც ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაფიცული სპორტსმენების პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.

რაც შეეხება დავით ქევხიშვილის სამუშაო კაბინეტის კარს, რომელიც სპორტსმენებმა გუშინ აჭედეს, დღეს უკვე გახსნილია, თუმცა სამუშაო ადგილზე დავით ქევხიშვილი არც დღეს გამოჩენილა.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი ორ კვირაზე მეტია ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვს. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო
გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა. ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი კი გადადგომას არ აპირებს.

მომზადებულია Ipn.ge-ის მიხედვით