ვარლამ ლიპარტელიანმა ის ძიუდოისტები დაასახელა, რომლებიც დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ის ძიუდოისტები დაასახელა, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

ლიპარტელიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დანარჩენ ძიუდოისტებს მოუწოდა, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია დავით ქევხიშვილთან დაკავშირებით.

"დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ 4 სპორტსმენია იმ აზრის გარშემო გაერთიანებული, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს. თურმე, რაღაც ჯგუფი ვართ ჩვენ; თურმე, ეს სპორტსმენები არაფერს წარმოვადგენთ და ძირითადი გუნდი აგრძელებს ვარჯიშს. მინდა ამოვიკითხო ის სია, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან:

ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ჩადუნელი, ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე
ნაგლიაშვილი, ზვიად ხუბულური, ლაშა გიუნაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, ომარ ნიაზაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, კობა მჭედლიშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური, ონისე სანებლიძე, ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე და გიორგი ქავთარაძე.

თუ რომელიმე სპორტსმენს აქვს განსხვავებული აზრი, თუ რომელიმე სპორტსმენი აფიქსირებს, რომ დავით ქევხიშვილი არის იდეალური პრეზიდენტი და არ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, გაავრცელონ საკუთარი პოზიცია, ხოლო თუ დუმილს აირჩევენ, ე.ი. ყველა ამ აზრის გარშემო ვართ გაერთიანებულნი", - განაცხადა ლიპარტელიანმა.

▶ "ძიუდოისტებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, თუმცა ისინი ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ"

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
არ დაიშალოთ! შეწყვეტს ეხლა პრემიერი ამერიკაში ვიზიტს და ლიპოს კაპრიზებზე დაიწყებს სიარულს
Сила есть - ума не надо
24 მაისი 2018 13:20
0
კლავიატურის ლომო ლიპოზე უდიერად რომ წერ სეგიცლია პირდაპირ უტხრა?
l e v a n i -s
24 მაისი 2018 11:39
3
საქმე იქამდეა მისული პროკურატურა და სხვა შესაბამისი საგამოძიებო უწყებები უნდა ჩაერთონ. ძიუდოსიტემა, რომლებიც ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ მათთან უნდა სრულად ითანამშრომლონ და დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე. თუ ვინმე რაიმე თანხას იპარავს ან იპარავდა თანამდებობიდან კი არ უნდა წავიდეს, სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.
სპორტსმენების მხრიდან ზეწოლა საზოგადოებასა და ძიუდოს ფედერაციაზე არ არის ჩემი აზრით გამართლებული. სხვა ფორმებიც არსებობს სამართლიანობისათვის ბრძოლის.
თუ ეს სპორტსმენები ან მათი მხარამჭერები იტყვიან რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობას ზეწოლისა და შანტაჟის გარდა სხვა ვერანაირად მიაღწევ, მაშინ კატასტროფულად ჰქონია საქმე საქართველოს
გიორგი
24 მაისი 2018 11:14
1
მაგრათ,უჭირს საქართველოს!-ვაშკაცობაში და ადამინურ გადაწყვეტილებაში.ქევხიშვილი რომ ძლიერი ძიუდოს პრეზიდენტი ყოფილიყო,ბოიკოტს ვერავინ შეჰკადრებდა.რახან შეჰკადრეს არ ვარგიხარ, უნდა წახვიდე!შენ სკამს არ უნდა გადააყოლო ქვეყანა და ხალხი.ისე ჩვენი მთავრობის,პარლამენტის და ბიძინასი{უკაცრავად ბიძინა რომ,ბოლოში დავწერე}კი გამკვირვებია,ისე არიან გაჩუმებულები, თითქოს სხვის საქმეში არ ერევიან,ვითომ დემოკრატიას თამაშობენ.ასე თუ არ ემეტებათ ეს ქევხიშვილი,წაიყვანონ თავისთან: პარლამენტში,მთავრობაში,ანდაც ქართუ ბანკში.ისე მე თუ მკითხავთ,ამ უკანასკნელში ჯობია.რადგან იქედან დაბრძენებული პოლიტიკოსი გამოვა.ამის მაგალითი კი გვაქვს უხვად!
chabuka
24 მაისი 2018 10:31
1
უკვე ყველამ გაიგო ვინც ხარ..რამდენს გიხდიან ეს რომ დაწერო?
levanis
24 მაისი 2018 10:25
1
შავდათუაშვილი აგერ პრეზიდენტმა დააჯილდოვა!!
ქსანი
23 მაისი 2018 23:06
1
არა ლიპარტელიანო. თუ დუმილს აირჩევენ დანარჩენები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გეთანხმებიან, ეს ნიშნავს, რომ დაპირისპირებას ერიდებიან და ნუ ახდენ მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას...
Levani
23 მაისი 2018 21:07
14
მაგაში მეც გეთანხმები, მაგრამ არის კი ისეთი ძიუდოისტი რომელიც ამ სიაში არ არის? რეიტინგულს ვგულისხმობ, პირველ-მეორე ნომერს!
fsiuuu
23 მაისი 2018 21:38
1
დავით! შენ თუ მართლა სკამს არ ებღაუჭები წადი. როდესაც ამდენ ადამიანს თავის პრეზიდენტად არ უნდიხარ უბრალოდ უნდა წახვიდე. გეყოს ვაჟკაცობა და გადადექი, აღიარე რომ რაღაცეები სწორად ვერ გააკეთე და წადი. ამდენ ძიუდოს გულშემატკივარს მაინც ეცი პატივი, ისინი ხომ გამარჯვებას და კიდევ ბევრს სიხარულს ელოდებიან ამ ბიჭებისგან.....
beqa
23 მაისი 2018 20:53
7

სიახლეები პოპულარული