როგორც ჟურნალისტებს ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განუცხადა, საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან როგორც გაფიცული სპორტსმენები, ასევე მათი მხარდამჭერები.
ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ადამ ოქრუაშვილის თქმით, მათი საპროტესტო ტალღა გაგრძელდება, ვიდრე ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.
ძიუდოისტების საპროტესტო აქცია 27 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს.
▶ ვარლამ ლიპარტელიანი დავით ქევხიშვილისა და ცეზარ ჩოჩელის შეთავაზებას გამოეხმაურა
▶ დავით ქევხიშვილი:
იქნებ მეტი კონკრეტიკა დადონ ამ ბიჭებმა და გასაგებად თქვან თუ რაზე დაობენ. ის რომ ავთანდილ ჭრიკიშვილს და ლიპოს ფედერაციამ არ დაუფინანსა მათთვის ცალკე დარბაზი არ არის არგუმენტი. ყველა სპორტსმენტი თანაბარ პირობებში უნდა იყოს. ის რომ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებდა ვერც ეს გამოდგება მყარ არგუმენტად. თანხების გაფლანგვა თუ დაუდგინდა მაშინ ქევხიშვილი უნდა გადადგეს კი არა უნდა დაიჭირონ