გაფიცული ძიუდოისტები პარლამენტის შენობასთან 27 მაისს საპროტესტო აქციას გამართავენ

AutoSharing Option
გაფიცული ძიუდოისტები თბილისში, პარლამენტის შენობასთან 27 მაისს საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც ჟურნალისტებს ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განუცხადა, საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან როგორც გაფიცული სპორტსმენები, ასევე მათი მხარდამჭერები.

ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ადამ ოქრუაშვილის თქმით, მათი საპროტესტო ტალღა გაგრძელდება, ვიდრე ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.

ძიუდოისტების საპროტესტო აქცია 27 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს.

▶ ვარლამ ლიპარტელიანი დავით ქევხიშვილისა და ცეზარ ჩოჩელის შეთავაზებას გამოეხმაურა
▶ დავით ქევხიშვილი:
მზად ვარ, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, თუ...
მკითხველის კომენტარები / 5 /
სამწუხაროა რომ ადამიანების და ამ შემთხვევაში, ძიუდოს გულშემატკივრების არც თუ მცირე ნაწილი მხოლოდ ძალით, ზეწოლით და შანტაჟით თვლის მისაღებად მისთვის სასურველის მიღებას - ქევხიშვილის გადადგომას ვგულისხმობ.
მეც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და მსურს რომ ყველაფერიი კანონიერი იყოს, ყველაფერი სამართლიანად კეთდებოდეს, მაგრამ თუ ასე არ ხდება ზეწოლა და უკანონობა სრულიად მიუღებელია.
მადლობა ყველა სპორტსმენტს ვინც საქართველო ასახელა. მაგრამ არც ერთი მათგანი არ დგას პირადად ჩემთვის სახელმწიფოზე მაღლა. არ შეიძლება სახელმწიფო უწყებებს ასეთი უნდობლობა გამოუცხადო - ეს ზოგად უსამართლობამდე მიგვიყვანს. ქევხიშვილი რომ გადადგეს და ვიღაც სხვა დაინიშნოს, შემდეგ ვიღაცამ მისი გადაყენებაც ძალით შეიძლება სცადოს.
არც ლიპო არ ჭრიკიშვილი და არც სხვა არავინ არ დგას კანონზე და წესრიგზე მაღლა. და თუ არავის არ ენდობი და არავისი არ გჯერა ამ ქვეყანაში გარდა შენი გულშემატკივრებისა და მეგობრების, რომლებიც შენს ახირებებს უჭერენ მხარს, უკაცრავად მაგრამ დიდი მადლობა და შეგიძლია დატოვო ქვეყანა - ეხება ლიპოს და ნებისმიერ სხვა ძიუდოისტს.
რაც შეეხება ქევხიშვილს კი აუცილებელია მისი პრეზიდენტობის პერიოდში გაწეული საქმიანობის სრულიად გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად შესწავლა. უნდა გასაჯაროვდეს ყველაფერი,ყველანაირი დოკუმენტაცია და ნებისმიერი დამნაშავე უნდა სასამართლოს წინაშე წარსდგეს. უბრალოდ დაუშვებელია სამართლიანი ქვეყნისთვის ფედერაციის პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანოს თუნდაც სპორტსმენების ასმა პროცენტმა - ამისთვის სასამართლო არსებობს და სახელმწიფოში ვცხოვრობთ ბოლოს და ბოლოს!!!
გიორგი
10:28 25-05-2018
3
შენი არჩევანი შენთვის დაიტოვე! ხოლო ამ ბიჭებით მსოფლიოს ყველა ქვეყანა იამაყებდა! და კიდევ ერთი შეეკითხე ტოჩინოშინის ბეროსა და ძიუდოისტებს შორის ვიზე გააკეთებდა ავჩევანს))
bero-s
17:24 24-05-2018
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული