ჭიდაობა

ძიუდო

გაფიცული ძიუდოისტები პარლამენტის შენობასთან 27 მაისს საპროტესტო აქციას გამართავენ

AutoSharing Option
გაფიცული ძიუდოისტები თბილისში, პარლამენტის შენობასთან 27 მაისს საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც ჟურნალისტებს ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განუცხადა, საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან როგორც გაფიცული სპორტსმენები, ასევე მათი მხარდამჭერები.

ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ადამ ოქრუაშვილის თქმით, მათი საპროტესტო ტალღა გაგრძელდება, ვიდრე ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.

ძიუდოისტების საპროტესტო აქცია 27 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს.

▶ ვარლამ ლიპარტელიანი დავით ქევხიშვილისა და ცეზარ ჩოჩელის შეთავაზებას გამოეხმაურა
▶ დავით ქევხიშვილი:
მზად ვარ, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, თუ...
ასევე დაგაინტერესებთ