ჭიდაობა

ძიუდო

აღმასკომი შოთა ხაბარელის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებს

AutoSharing Option
დღეს, 5 ივნისს, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება 5-კაციანი ჯგუფი, რომელიც ფედერაციის ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს.

ჯგუფის წევრები არიან: ზაქრო კევლიშვილი, გიორგი ათაბეგაშვილი, თენგიზ ხუბულური, ზაზა გულბიანი, მამუკა ნავერიანი

გარდა ამისა, დაინიშნენ თანაშემწე მწვრთნელების მოვალეობის შემსრულებლებიც. ესენი არიან: ამირან ტოტიკაშვილი და ნოდარ მეტრეველი.

აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ასევე შოთა ხაბარელის საქციელის შეფასებას დაეთმო დრო. გადაწყდა, რომ უახლოეს სხდომაზე შოთა ხაბარელის აღმასკომის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებენ.

იხილეთ დოკუმენტი:

Sportall.Ge

altგაფიცულმა ძიუდოისტებმა ვარჯიში განაახლეს [PHOTO]

ასევე დაგაინტერესებთ