ჭიდაობა

ძიუდო

ზაგრების გრან პრი: თორნიკე ნაგლიაშვილი მერვედფინალში გავიდა

AutoSharing Option
დღეს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, მსოფლიო გრან პრის მორიგი ტურნირი დაიწყო.

გათამაშების პირველ დღეს 60 და 66 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ასპარეზობენ.

66-ში თორნიკე ნაგლიაშვილმა ამერიკელ რაიან ვარგასს იპონით სძლია, ხოლო შემდეგ ირლანდიელ ნათან ბერნს შეხვდა და წამებში იპონით დაამარცხა.

ნაგლიაშვილის შემდეგი მეტოქე იაპონელი ჰიფუმი აბი იქნება.

სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ლაშა ჩადუნელი (60), რომელიც უკრაინელ არტემ ლესიუკს შეხვდა და იპონით წააგო.

altზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში