ჭიდაობა

ძიუდო

ბუდაპეშტის გრან პრი: ჩხვიმიანი და პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
დღეს, 10 აგვისტოს, უნგრეთში ბუდაპეშტის გრან პრის პირველი საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ორი ქართველი, ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იბრძოლებენ.

პირველ საშეჯიბრო დღეს, საერთო ჯამში, სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა.

60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა პირველ შეხვედრაში უნგრელ ანრას ვიდას მოუგო, ხოლო შემდეგ ხოაკინ გომისს სძლია.

სამწუხაროდ, მესამე შეხვედრაში პაპინაშვილმა რუსეთის წარმომადგენელ ალბერტ ოზუგოვთან მტკივნეული ილეთით წააგო.

პაპინაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მონღოლ ბოლდბაატარს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს დაუპირისპირდება.

მეორე ძიუდოისტმა ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანმა კი
პირველ ორ შეხვედრაში ჯერ უნგრელ დანიელ მონორის, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს მოუგო, თუმცა მესამე დაპირისპირებაში ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან სამი გაფრთხილებით დამარცხდა.

ჩხვიმიანი რეპეშაჟში აშშ-ის წარმომადგენელ ადონის დიაზს დაუპირისპირდა და მელევე მოუგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩხვიმიანი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველ რობერტ მშვიდობაძეს შეხვდება.

ტურნირის ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება. შეხვედრების ხილვა "SILK უნივერსალზე" შეგიძლიათ.

66 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე ნაგლიაშვილმა პირველ შეხვედრაში ნეპალელ ინდრა ბაჰადურშრესტას მოუგო, მერე კი პორტუგალიელ სერჟიუ ოლენიკს სძლია. მესამე შეხვედრაში ნაგლიაშვილი უკრაინელ ბოგდან იადოვთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ასევე დაგაინტერესებთ