ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბუდაპეშტის გრან პრიზე მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელი რუსლან შახაბაზოვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან იქამდე რეპეშაჟის ფინალში ასევე რუსეთის წარმომადგენელი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა.

შეგახსენებთ, დღეს 90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი უშანგი მარგიანი, ბუდაპეშტის გრან პრის ფინალში უნგრელ კრისტიან ტოტთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ტურნირზე აგრეთვე ბრინჯაოს მედალს ამირან პაპინაშვილი დაეუფლა.

altბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუჭირდა მაგრამ მაინც მოიგო! ოქრუაშვილს მესამე ადგილი აქვს დამუღამებული! თითქმის ყველა შეჯიბრში ან მესამეა (ეგეც დამამშვიდებლიდან გადის მესამეზე) ან უმედლოდ რჩება!
ადმი ჯერ კიდევ ყიჩაღობს!
12 აგვისტო 2018 22:05
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული