საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია "ფეისბუქგვერდზე" ავთანდილ ჭრიკიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ჭრიკიშვილმა განაცხადა, რომ მას ადგილი ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად უკონკურენციოდ ჩამოართვეს.

altძიუდოში კვლავ დაპირისპირებაა - ჭრიკიშვილი ღვინიაშვილს ბრძოლაში იწვევს და კვლავ ქევხიშვილის მმართველობაზე საუბრობს

ფედერაციამ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სანაკრებო გუნდის დაკომპლექტების ხედვა ჯერ მწვრთნელებისგან არ მიუღია.

"გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გვსურს ორიოდ სიტყვით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია - გამომდინარე დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდგომ თითოეულ სპორტსმენს, რომელიც მოიაზრებოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებ გუნდში მოხვედრის კანდიდატად, საშუალება მიეცა, ეასპარეზა ყველა

საერთაშორისო ტურნირზე. ასევე, გაეარა მოთხოვნილი სასწავლო-საწვრთნელი შეკრება.

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის დროებით შექმნილი მმართველობითი სამუშაო ჯგუფის უკანასკნელი შეხვედრის დროს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის მწვრთნელთათვის მიღებულ იქნა შემდეგი სახის დადგენილება - 2018 წლის 20-27 სექტემბრის მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით ნაკრები გუნდის ჩამოყალიბებისა და დაკომპლექტების მიზნით ნაკრები გუნდის მწვრთნელებს დაევალათ, ურთიერთშეთანხმებით წარმოადგინონ ნაკრები გუნდის დაკომპლექტების ხედვა, რაც მათი მხრიდან დღემდე არ არის შემოტანილი და ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება არ იქნება მიზანშეწონილი", - წერია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფედერაცია თავისას ამბომს, მარა ერთი ხო ცხადია, მსოფლიოზე უნდა წავიდეს უძლიერესი, მან ქვეყანა უნდა წარმოადგინოს და ველოდებით მედალს. ჭრიკიშვილი სხვა დონეა მსოფლიო ძიუდოში, 90 კგ გააორეთ და ღვინიაშვილიც წავა. თუ ისე მოხდა რომ ჭრიკიშვილი არ წაიყვანეთ და 90 კგ წავაგეთ მსოფლიოზე, მოვალთ გულშემატკივრები ფედერაციასთან და არ გაპატიებთ.
ჯ ი ჯ ი
10:47 19-08-2018
0
მოკლეთ მწვრთნელები ფედერაციას აბრალებენ ფედერაცია მწვრთნელებს სპორცმენები ორივეს, მოკელ მაგარი დომხალია. უნდა დაიშალოს მთლიანათ ეგ ფედერაცია ნარჩენებისგან თავის მწვრთნელებიანათ!!! უნდა მოვიდეს ახალი ხალხი რომლებიც იქნებიან პრინციპულები და მართვის სათავეებს თავიანთ ხელში აიღებენ და ხელს სხვისკენ არ გაიშვერენ!!!
jorika
11:36 18-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული