ჭიდაობა

ძიუდო

დღეს ბრატისლავაში დიდი ამბებია - ვინ იქნება საუკეთესო ღვინიაშვილი თუ ჭრიკიშვილი?

AutoSharing Option
დღეს, 2 სექტემბერს პაატა ღვინიაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი (- 90) სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში იჭიდავებენ ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასზე".

მოგეხსენებათ, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილება და დიდი ალბათობით დღეს მათ დაპირისპირებაში გადაწყდება მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელის ვინაობა.

მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა განაცხადში ამ დროისთვის უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულები. გიორგი პაპუნაშვილს კი დიდი ალბათობით ერთ-ერთი შეცვლის. ხოლო უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება.

თუ ქართველები
საწყის ეტაპებზე დაუმარცხებლად იასპარეზებენ ნახევარხედფინალში პაატა ღვინიაშვილისა და ბექა ღვინიაშვილის წყვილი დაუპირისპირდება ერთმანეთს, ხოლო ფინალში შედგება მათ შორის გამარჯვებულის ავთანდილ ჭრიკიშვილთან დაპირისპირება.


altბრატისლავა. ევროპის თასი. [LIVE]




altსაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია



ასევე დაგაინტერესებთ