ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ოქრო და ვერცხლი გარანტირებული გვაქვს

AutoSharing Option
14 სექტემბერს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მედლებისთვის 4 ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართება. ლუკა მაისურაძე ტატო გრიგალაშვილს დაუპირისპირდება. 81-ში ორი მონაწილე გვყავდა და ორივე ფინალში გავიდა, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია.

ასევე ფინალში გავიდა ეთერ ლიპარტელიანი (57), რომლის მეტოქე ფრანგი სარა ლეონი იქნება.

გარდა ამისა, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს მარიამ ჭანტურიას (70), რომელმაც რეპეშაჟში შვედ იდა ერისონს სძლია და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ ჯესიკა გორისენს შეხვდება.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქართველ ძიუდოისტებს უკვე გარანტირებული აქვთ
3 მედალი. ყველაზე კარგ შემთხვევაში შეიძლება 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოვიპოვოთ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი - 1 ოქრო და 2 ვერცხლი.

ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილებისა, ასევე იასპარეზა მზია ბებოშვილმაც (57), რომელიც მერვედფინალში სერბ მარიკა პერიშიჩთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს ჯაბა პაპინაშვილმა (60) და ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

altბაგრატ ნინიაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

altჯაბა პაპინაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
სეხნიავ ძან კარგი გოგოა და წარმატებებს ვუსურვებ
ზვიადი
14 სექტემბერი 2018 17:28
1
როდემდე უნდა გაგრზელდეს ცჰაგვრა ამ მაგარი ბიცჰების და გოგოების?
lu
14 სექტემბერი 2018 17:18
0
არ ვიცი რა,,არია, ჭანტურიას ისე ტკბილად წააგებინეს გაფრთხლებებით მეოთხედ ფინალში რომ გაოცებული დავრჩი.მთელი სამ წუთზე მეტოქე სილ ტატამის ნაპირზე გარბოდა,ჭანტურია უტევდა და როცა მეტოქემ მარიამი გაიყვანა ტატამიდან მარიამი გააფრთხილე,შენდეგ როცა ის გავიდა,ესევ მარიამი,ვითომ მიაწექიო,მერე კი ორივე გააფრთხილეს და ეს მეტოქისათვის მხოლოდ მეორე გაფრთხილება იყო.ერთი სიტყვით მარიამი დაწვეს.ამვეს უპირებდნენ ნახევარფინალში გრიგალაშვილსაც,ჯერ ერთი გაფრთხილება აჰკიდეს ვითომ ჩავარდნისთვის,არადა ტატო ხელით დაეყრდმო ტატამს და ჭიდაობა გააგრძელა,შემდეგ კი განმეორებით სცადა,მესამე გაფრთხილების მიცემა ტატამის მსაჯმა,მაგრამ გაუუქმეს.ცხადი იყო რომ რომ მსაჯი მომენტს ელოდა და გამწარებულმა ტატომ დაასწრო და დასცა მეტოქე.ძალიან კარგად იჭიდავა ეთერ ლიპარტელიანმაც,მზია ბებოშვილი კი მაინც ჯერ ვერ არის ეტყობა ფორმაში.თუმცა ის წაგებული ბრძოლა,ცუდად თითქოს არ უჭიდავია,ბოლოსკენ ვაზარი გაეპარა და დრო აღარ ეყო.მთლიანობაში დღეს ჩვენები შეიძლება ითქვას რომ უკვე კარგად გამოვიდნენ,მიუხედავად ფინალური ბლოკის შედეგებისა.ჰო კიდევ,ლუკა მაისურაძემ 2 წამზე ნაკლებ დროში გაიმარჯვა ერთ შეხვედრაში.3,58 ილეთის შემდეგღა აინთო.ესეც ალბათ რეკორდია.ყოველ შემხვევაში ამაზე სწრაფი გამარჯვება მე არ გამიგია.
სოსო
14 სექტემბერი 2018 17:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული