ჭიდაობა

ძიუდო

ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
14 სექტემბერს სოფიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანი ფინალში ფრანგ სარა ლეონთან იპონით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მედლებისთვის კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს. 81-ში ქართული ფინალი გაიმართება, სადაც ლუკა მაისურაძე ტატო გრიგალაშვილს შეხვდება, ხოლო მარიამ ჭანტურია (70) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ ჯესიკა გორისენს დაუპირისპირდება.

altევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. ფინალური ბლოკი [LIVE]