ჭიდაობა

ძიუდო

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: გელა ზაალიშვილმა საქართველოს მე-3 ოქროს მედალი მოუტანა

AutoSharing Option
15 სექტემბერს გელა ზაალიშვილი (+100) ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ზაალიშვილმა ფინალში გერმანიის წარმომადგენელი ერიკ ამბრამოვი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ზაალიშვილმა საქართველოს მესამე ოქროს მედალი მოუტანა.

დღეს ასევე ტურნირის გამარჯვებული ონისე სანებლიძე (100) გახდა. გარდა ამისა სოფიო სომხიშვილმა (+78) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებზე ევროპის ახალგაზრდულ ჩემიონატზე 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა 4 მედალი მოიპოვეს. გუშინ, 81 კგ. წონით კატეგორიაში, ქართული ფინალი გაიმართა, სადაც
ლუკა მაისურაძემ ტატო გრიგალაშვილი დაამარცხა. შესაბამისად მაისურაძემ ოქროს, ხოლო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა გოგონებში ეთერ ლიპარტელიანმა (57) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მარიამ ჭანტურიამ (70) ბრინჯაოს მედალი მოიგო.

13 სექტემბერს კი ჯაბა პაპინაშვილმა (60) და ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

16 სექტემბერს სოფიაში გუნდური შეჯბრება დაიწყება.