10:32 24-09-2018
შოკი! - ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო [VIDEO]
AutoSharing Option
ღვინიაშვილი გერმანელ ედუარდ ტრიპელს შეხვდა და იპონით დამარცხდა. გერმანელმა ღვინიაშვილი ილეთზე დაიჭირა და საპირისპიროდ დასცა.
სამწუხაროდ, ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს უმედლოდ ტოვებს, არადა, ამ წონაში გამოსასვლელად მან ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთგვარი დუელიც კი გამართა. ბრატისლავის ევროპის თასზე ბექა ღვინიაშვილმა ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და მსოფლიოს პირველობაზე წასვლის უფლება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 90-ში უშანგი მარგიანიც იჭიდავებს, რომლის მეტოქე ჩინელი ჰებილიჯი ბუ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
აუ რამდენი ყოფილა ჩასაფრებული ბექას წაგებაზე...რა გაგიხარდათ არ მესმის!მსოფლიომდე ატყდა ერთი ამბავი გინდა თუ არა ჭრიკოს დაეჭიდოსო. ამ ბიჭმა არ იუარა, დაარღვია მოსამზადბელი ციკლი და დაეჭიდა და მოუგო! სულ ასე როგორ უნდა ვიყოთ ქართველები, რომ ერთმანეთთან ჭიდილს ეწირება საერთო საქმე. რას ელოდებოდით ამდენი გაფიცვების და უაზრობების მერე?! ქევხიშვილს და სხვების ამბიციებს უნდა გადაყოლოდა ეს ჩემპიონატი. მთავარია აწი როგორ დალაგდება ჩვენს ძიუდოში საქმე, თორემ ამ ჩავარდნას რომ არაფერი აღარ ეშველება ფაქტია
10
11
და რა გინდა ვერ გავიგე? ან ვინ დაინახე აქ ჩასაფრებული ერთი-ორი იდიოტის გარდა?
7
1
gasuliko chriko ra martivad daumtavrebda amat sukvelas
10
21
ქართულ ფეხბურთზე ცუდათაა საქმე ძიუდოში!!!
9
2
რაიმე შეიცვალა ქევხიშვილის წასვლის მერე?! ახალი არჩევნებია სასწრაფოდ საჭირო ვინც ამათ ისევ შეკრავს
9
0
შოკი არა ტოლმა! ძაან გაგიკვირდათ?
7
2
მარგიანს რაც შეეძლო გააკეთა, გამძლეობამ უმტყუნა, დაიღალა. საერთოდ ვისაც გიჭიდავიათ იაპონელთან დამეთანხმებით სხვა დატვირთვა აქვს, ყოვლად მომზადებულები არიან, მათთან მოდუნება უყურადღებობა არ შეიძლება, მხოლოდ ჭრიკიშვილი ჭიდაობს იაპონელებთან ისე, როგორც ბექა საქართველოს ჩემპიონატზე, დარწმუნებული თავის თავში და უშიშრად.ჭრიკიშვილი უნდა წაეყვანათ მსოფლიოზე, ბექამ კი მოუგო შეხვედრა, მარა ჭიდაობის სტილით და თავჯერებულობით მაღლა დგას ჭრიკიშვილი.90 კგ-ში გვყავს მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები და ეხლა სამეულშიც ვერ შევდივართ, არც ჩანს მომავალი.წრიკიშვილი დაგიმტკიცებთ ყველას, რომ ჯერ ის არის ნაკრების პირველი ნომერი.
6
8
აგერ ბურთი და მოედანი!რასაც წარმოადგენს, ბოლოს იმის აჩრდილი იყო. ყველას გაგვიხარდება მისი წარმატება, მაგრამ ჯერ აშკარად შორს არის საუკეთესო ფორმისაგან. აქ რომ გამოსულიყო და წაეგო, მერე გენახათ კრიტიკა.
4
2
ბექა ისე მაწყენინე რო მტელი დგე გამარჯობას არავის ვეუბნები. ცივმა წყალმაც კი არ მისველა!
6
1
ბექა ჭიდაობს ძალაზე უფრო მეტად ვიდრე ტექნიკაზე, ესა იყო და არის მისი მინუსი, არა არი ბექა გერმანელი ან იაპონელი რომ ისწავლოს მოწინააღმდეგის დადებითი და უარყოფითი მხარეები და ამაზე ააგოს ჭიდაობა, აწი უკვე ტექნიკის სწავლა მის ასაკში გამორიცხულია, იყო და იქნება ფიზიკურ ძალაზე ორიენტირებული ძიუდოისტი, თუ მოხდა სასწაული და ტექნიკური მხარე აიმაღლა და გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მაშინ ქება და ქება მას.
6
4
სულ ჭრიკიშვილი დამიდგა თვალწინ ოლიმპიადაზე, ბავშვური შეცდომით. რა არის ეს თუ არა კონცენტრაციის არარსებობა?! რა თაობა და რა ბიჭები იკარგებიან უმედლებოდ ამ სულელების ხელში... დანაშაულია ეს ჩვეულებრივი...
4
1
ადრეც ვწერდი და ახლაც ვიმეორებ,რომ: ვარჯიშის მაგიერ მიტინგების მოწყობა და ჩაქუჩებით სირბილი(კარის ასაჭედად) შედეგს ვერ მოგცემთ შვილოსააა...მაგ მიტინგ-პროტესტებს,ჯობდა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიგემართათ და გაარკვევდნენ ვინ რა ჭამა და "მოტეხა", მაგრამ ძველბიჭურმა იძალა და ხო არ იჩივლებდნენ ეს გამოდიოდა ბ...რი და ეს ეკადრებათ სიმონ? აი შედეგიც..........მე ჩასაფრებული არა ვარ, გამწარებული რიგითი გულშემატკივარი ვარ, (ლიპარტელიანიც ამათ გზას გაუყვება)
3
2
< წინა1234შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული