შოკი! - ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (90) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო.

ღვინიაშვილი გერმანელ ედუარდ ტრიპელს შეხვდა და იპონით დამარცხდა. გერმანელმა ღვინიაშვილი ილეთზე დაიჭირა და საპირისპიროდ დასცა.

სამწუხაროდ, ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს უმედლოდ ტოვებს, არადა, ამ წონაში გამოსასვლელად მან ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთგვარი დუელიც კი გამართა. ბრატისლავის ევროპის თასზე ბექა ღვინიაშვილმა ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და მსოფლიოს პირველობაზე წასვლის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 90-ში უშანგი მარგიანიც იჭიდავებს, რომლის მეტოქე ჩინელი ჰებილიჯი ბუ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 40 /
ადრეც ვწერდი და ახლაც ვიმეორებ,რომ: ვარჯიშის მაგიერ მიტინგების მოწყობა და ჩაქუჩებით სირბილი(კარის ასაჭედად) შედეგს ვერ მოგცემთ შვილოსააა...მაგ მიტინგ-პროტესტებს,ჯობდა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიგემართათ და გაარკვევდნენ ვინ რა ჭამა და "მოტეხა", მაგრამ ძველბიჭურმა იძალა და ხო არ იჩივლებდნენ ეს გამოდიოდა ბ...რი და ეს ეკადრებათ სიმონ? აი შედეგიც..........მე ჩასაფრებული არა ვარ, გამწარებული რიგითი გულშემატკივარი ვარ, (ლიპარტელიანიც ამათ გზას გაუყვება)
gela
08:37 25-09-2018
2
სულ ჭრიკიშვილი დამიდგა თვალწინ ოლიმპიადაზე, ბავშვური შეცდომით. რა არის ეს თუ არა კონცენტრაციის არარსებობა?! რა თაობა და რა ბიჭები იკარგებიან უმედლებოდ ამ სულელების ხელში... დანაშაულია ეს ჩვეულებრივი...
Lasha
01:05 25-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული