ნიკოლოზ შერაზადიშვილის ისტორია - ქართველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა ესპანეთის დროშით იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
90 კილოში საქართველოს ნაკრებში კონკურენცია პიკს აღწევს. ამ წონაში გვყავს ისეთი სპორტსმენები, როგორებიც არიან: უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი.

მიუხედავად კონკურენციისა, 90 კილოში საქართველოს მედალი არ აუღია და გარკვეული სახის ჩავარდნაც გვაქვს.

ამ დროს კი ბაქოში ერთი ქართული გვარის გარშემო სიხარული ტრიალებდა. ნიკოლოზ შერაზადიშვილმა თავიდანვე ისლანდიელი ეგილ ბლონდალი დააიპონა, შემდეგ რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მიხაილ იგოლნიკოვი ჩამოიშორა, არ გასჭირვებია თურქ მიხაილ ოზერლერთან ასპარეზობა და ყოფილი ჩემპიონი ეშლი გონსალესიც რეპეშაჟში გაუშვა, ნახევარფინალში ერთ-ერთი უძლიერესი უნგრელი სპორტსმენი კრისტინ ტოტიც
დაამარცხა და კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესს ოქროს მედალი გამოსტაცა.


ნიკოლოზ შერაზადიშვილი 1996 წლის 19 თებერვალს თბილისში დაიბადა, საქართველოში ის 14 წლამდე ძიუდოსა და წყალბურთში ვარჯიშობდა. 14 წლის იყო, როცა მისი ოჯახი ესპანეთში გადავიდა და შესაბამისად, ისიც მადრიდში გადასახლდა.

რადგან კარიერის გაგრძელება ძიუდოში სურდა, ის მადრიდიდან დაახლოებით 35 კილომეტრში, პატარა ქალაქ ბრუნეტეს "ქვინ რუიზის" ძიუდოს სკოლაში შეიყვანეს. მისი მასწავლებელი და მთავარი მწვრთნელი ჯოაკინ რუისი გახდა, რომელსაც ოლიმპიადაზე სამჯერ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.

Sportall.Ge

2014 წელს ნიკამ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და მაშინ დაიწყო მისი საერთაშორისო კარიერა ძიუდოში.

2014 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე 21-წლამდელთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა. იმ ტურნირზე ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე კი ბექა გამარჯვებული გახდა, ხოლო შერაზადიშვილი - ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც 21-წლამდელთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, თუმცა მაშინ ფინალში უკვე ბექა ღვინიაშვილთან დამარცხდა.

ვერცხლის მედლით დაასრულა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდათა შორის.

Sportall.Ge

მისთვის განსაკუთრებული 2018 წელი გამოდგა, როდესაც უკვე უფროსთა შორის თელ-ავივში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხოლო გუშინ, 24 ოქტომბერს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ის ესპანეთის პირველი წარმომადგენელია, რომელიც ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ასეთ შედეგს მისი მწვრთნელიც არ ელოდა, რომელიც ბოლოს სიხარულს ვერ მალავდა.

ფინალური ბრძოლის მოგების შემდეგ შერაზადიშვილმა "პირველ არხთან" ქართულ ენაზე კომენტარიც გააკეთა.




რა იქნება მისი შემდეგი გაჩერება? ეგება, უკვე ოლიმპიადის მოგებაზეც ფიქრობს...
მკითხველის კომენტარები / 9 /
სიხარულს ის მანიჭებს, ვინც საქართველოს დროშას აწევს და ჰიმნს ააჟღერებს. უცხოეთის სახელით მოასპარეზე ქართველს საქართველოს მოქალაქე არაქართველი მირჩევნია. საერთოდ არ მაინტერესებს, რა ქნა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართული წარმოშობის ადამიანმა.
კოტე
26 სექტემბერი 2018 12:03
49
ჩემო კოტე მასე ილაპარაკე და იფიქრეო, ეს სოროსმა გასწავლა?
shoda
17 დეკემბერი 2018 11:37
1
რა ბნელი ხარ ვიღაც ხარ!!!
გიო
26 სექტემბერი 2018 16:45
4
საამაყო ქართველი.გაიხარე.
maia
25 სექტემბერი 2018 17:49
4
დიდი მადლობა ნიკოლოზ შერაზადიშვილს გუშინმონიჭებული სიხარულისთვის.ესპანეთში გაზრდილ-დაღვინებული,ყოველმხრივ შემკობილი და ზრდილი ახალგაზრდა,რომელმაც სამშობლოს ფასიც კარგად იცის და შრომისაც-მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.რა შეიძლება იყოს ჩემთვის ამაზე ამაღელვებელი? მხოლოდ ის-რომ დღეს ვარლამიც გამახარებს და ხვალე გურამიც.საქართველოს ძიუ-დოში მსოფლიოს სამი ჩემპიონი მუდამ უნდა ჰყავდეს.მე ასე მინდა იმიტომ,რომ ქართული გენი უ ძ ლ ე ვ ე ლ ი ა.
გიორგი ჯანიკაშვილი
25 სექტემბერი 2018 16:00
1
რატომღაც ყველა ასეთ მამლუქთა გამარჯვებაზე ცრემლი მადგება გენაცვალე ჯიგარში.
ako
25 სექტემბერი 2018 15:38
2
გენაცვალე შენ!
soxumeli veterani
25 სექტემბერი 2018 14:31
2
ამ ბიჭმა ძიუდოს ქართულ სკოლას სახე შეუნარშუნა
cheroeli
25 სექტემბერი 2018 14:10
2
კაი კაცი! გენაცვალე ჯიგარში!
25 სექტემბერი 2018 13:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული