ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა.

ლიპარტელიანი მერვედფინალში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, თუმცა დამატებით დროში ოქროს ქულა ლიპარტელიანმა იპონით მოიპოვა.

ლიპარტელიანის მომდევნო მეტოქე ეგვიპტელი რამადან დარვიში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ფრანგ ალექსანდრე იდირს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული