ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 სექტემბერს ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ლიპარტელიანი ნახევარფინალში მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა.

ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში კორეეელ გუჰამ ჩოს დაუპირისპირდება.

აქამდე ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში ეგვიპტელ რამადან დარვიშს დამაჯერებლად მოუგო.

მერვედფინალში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, თუმცა დამატებით დროში ოქროს ქულა ლიპარტელიანმა იპონით მოიპოვა. მეორე წრეში კი ფრანგი ალექსანდრე იდირი ვაზარით დაამარცხა.

altძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. ფინალური ბლოკი [LIVE]

alt

გავიდა! [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვარლამს ყველაზე საჩემპიონატო მომზადების ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი ფედერაციის მიზეზით გაუცდა.ეს ვერცხლი კი მისი ნიჭისა და თავდადების შედეგია.თუ ფედერაცია ბალასტისგან გათავისუფლდება-გამარჯვებებიც მოვა-როგორც ქართულ ძიუ-დოს ეკადრება.გვაქვს ბრინჯაო,ვერცხლი და ხვალ გურამ თუშიშვილი ოქროს მედლით შეჰრავს ,,კომპლექტს".[ კაცმა რომ თქვას - ოქროც გვაქვს შერაზადიშვილისა].გაგვახარე გურამ!
გიორგი ჯანიკაშვილი
18:38 25-09-2018
0
აქტიური ბრძოლის მიუხედავად ვარლამი ამჯერად დამარცხდა,მაგრამ ვერავინ იტყვის,რომ მან ან ცდა დააკლო გამარჯვებას ან ღონე.რა გაეწყობა;სამაგიეროდ ოლიმპიადაზე გავიმარჯვებთ.ვარლამი უძლიერესია მაინც.
გიორგი ჯანიკაშვილი
18:27 25-09-2018
0

სიახლეები პოპულარული