უკრაინელი ლამაზმანი ძიუდოისტი, რომელსაც საქართველო მოქალაქეობას სთავაზობდა [PHOTO]

AutoSharing Option
17 ოქტომბერს 18 წლის უკრაინელმა ძიუდოისტმა დარია ბელოდედმა (48) ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ბელოდედმა ფინალამდე დამაჯერებლად მიაღწია, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელ იოშიდა სანოს სძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 20 სექტემბერს ბელოდედმა მსოფლიოს ჩემპიონატი დიდებშიც მოიგო და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელ გოგონას ადრე მოქალაქეობის შეცვლას სთავაზობდნენ და რაც ყველაზე საინტერესოა, ერთ-ერთი მსურველი ქვეყანა საქართველო იყო.

"ძიუდომდე ტანვარჯიშით ვიყავი დაკავებული. ჩემი მშობლები ოცნებობდნენ, რომ ტანმოვარჯიშე
გამოვსულიყავი. ისინი ძიუდოს წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან თავად ძიუდოისტებმა იციან ეს და რადგან ეს ქალური სპორტის სახეობა არ არის.

როცა ტანვარჯიშზე დავდიოდი, სამი წლის ვიყავი, ხოლო ძიუდოზე 6 წლის ასაკში შევედი. ძალიან მომწონდა ეს. ძლიერი ხასიათი მაქვს, რაც ძიუდოისთვის იდეალურია. რა თქმა უნდა, წინ ბევრი შეჯიბრება მექნება, მაგრამ შემდეგი მთავარი მიზანი 2020 წლის ოლიმპიური თამაშებია.

ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატრიოტი ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემები გვაქვს. კარგი ოლიმპიური ბაზები არ გვაქვს, ძალიან ცუდი პირობები გვაქვს, მაგრამ მაინც ყველაფერი სასიამოვნოა, როცა ვდგავარ და ჩემი ქვეყნის ჰიმნი ისმის. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რომელი ქვეყნები მთავაზობდნენ მოქალაქეობას? აზერბაიჯანი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საემიროები.

რა თქმა უნდა, ეს დიდ ფულს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის ეს მთავარი არაა. მთავარია ოქროს მედალი, როცა ჩემი ქვეყნის დროშა მაღლა იწევს. ეს ფულზე მნიშვნელოვანია", - თქვა ბელოდედმა უკრაინული "მე-5 არხის" ეთერში.

Sportall.Ge

altმსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: პაპინაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა [VIDEO]

altოქტაგონის ლამაზმანი გოგონები, რომლებიც ხაბიბი-კონორის კონფლიქტის ეპიცენტრში იყვნენ [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ლამაზმანი, ცარიელი ძვალი და ტყავია. თან, ასაკითაც პატარაა-ეს-ესაა, 18 წლისა გახდა. არ ვიცი, რა დიეტაზე უზით მშობლებს, რომ 172სმ სიმაღლის გოგო 48კგ-ს იწონის. არანორმალურია ეგეთი დაბალი წონა. რაც შეეხება ძლიერ სპორტსმენობას, 48კგ წონაში არცერთი გოგო 155სმ-ზე მაღალი არაა და მოუგებს ბილოდიდი, აბა რა იქნება, ცალი ფეხი აქვს მაგათი სიმაღლე.
არჩილა
13:12 05-12-2018
6
ძალიან ნიჭიერი და ზოგადად მაგარი გოგოა! უკვე შევიდა ძიუდოს ისტორიაში, ერთდროულად ახალგაზრდებშიც და დიდებშიც მსოფლიოს ჩემპიონობაა უდიდესი მიღწევაა! სამომავლოდ ძალიან საინტერესო იქნება როგორ განვითარდება დარიას კარიერა, ასაკის მატებასთან ერთად ალბათ მოუწევს ზედა წონაში ასვლა, იქ კი უკვე ძალიან მაგრი იაპონელი აბე უტე დახვდება. დიდ წარმატებებს ვუსურვებ დარიას!!!
პაატა
13:49 18-10-2018
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული