ჭიდაობა

ძიუდო

ოსაკას გრანდ სლემი: შავდათუაშვილი და ტატალაშვილი მედლების გარეშე დარჩნენ

AutoSharing Option
24 ნოემბერს ოსაკას გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოსთან დამარცხდა.

81 კგ წონაში ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა, ნუგზარ ტატალაშვილმა ყირგიზი ერლან შეროვი გაიარა, თუმცა შემდეგ ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ოსაკას გრანდ სლემის პირელ დღეს ტატამზე ვერ გამოვიდა ლუხუმ ჩხვიმიანი, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა რეპეშაჟში წააგო.

25 ნოემბერს უშანგი მარგიანი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100) და გურამ თუშიშვილი იასპარეზებენ.

ასევე დაგაინტერესებთ