ჭიდაობა

ძიუდო

გუანჯოუს მასტერსი. ოქროს მედლებისთვის ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი იბრძოლებენ

AutoSharing Option
ჩინეთში გუანჯოუს მასტერსის მეორე დღეს მონაწილე სამი ქართევლი ძიუდოისტიდან ორი - ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდნენ, ბექა ღვინიაშვილმა კი (90 კგ) პირველივე ბრძოლა წააგო.

ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ დაპირისპირებაში რუსი ნიაზ ბილალოვი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ ბენჟამინ ფლეტჩერი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ებრაელ პეტერ პალჩიკს ძლია და ფინალში მონღოლ ოტგონბაატარ ხაგვასრუენს დაუპირისპირდება.

გურამ თუშიშვილმა პირველ და მეორე მატჩში ყირგიზი იური კრაკოვეცკი და ავსტრიელი სტეფან ჰეგი დაამარცხა, ნახევარფინალში კი იაპონელი კოკორო კაგეურას სძლია, ფინალში მისი მეტოქე ბრაზილიელი რაფაელ სილვა
იქნება.

ფინალშია ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი, რომელიც ოქროს მედლისთვის უნგრელ კრისტიან ტოთს შეხვდება.

altლაშა შავდათუაშვილმა გუანჯოუს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

altვაჟა მარგველაშვილმა გუანჯოუს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

altგუანჯოუს მასტერსის ფინალი: პაპინაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან დამარცხდა [VIDEO]