გურამ მოდებაძე საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ფეისბუქ-გვერდი ნაკრების მწვრთნელად გურამ მოდებაძის დანიშვნას იუწყება.

"2018 წლის 17 დეკემბერს ჩატარდა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გურამ მოდებაძის საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ.

გურამ მოდებაძე ოფიციალურად საქმიანობას 2018 წლის 27-28 დეკემბერს გასამართ საქართველოს ჩემპიონატიდან შეუდგება".

ამ თანამდებობაზე ოლიმპიური ჩემპიონის ილიას ილიადისის კანდიდატურაც განიხილებოდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სიტუაციის დაწყნარებას,ბიჭების შერიგებას და წარმატებებს ვუსურვებ გურამს.
სოსო
18 დეკემბერი 2018 11:48
0
პაპი აურჩევია ქევხიშვილს კვამლი ჰოარ ამოსულა ფედერაციის შენობიდან??
vau
18 დეკემბერი 2018 10:49
3
მშვენიერი გადაწყვეტილებაა. გურამ მოდებაძე გამოცდილი მწვრთნელია და სპორტსმენებს კარგად იცნობს. სიტუაცია დაწყნარდება და წვრთნაც მშვიდად გაგრძელდება
გგგ
18 დეკემბერი 2018 01:00
2
აბა რაა, ამაზე დებილური გადაწყვეტილება, ალბათ ქევხიშვილის დაბრუნება იქნებოდა
ხასიდი
19 დეკემბერი 2018 10:21
1

სიახლეები პოპულარული