ჭიდაობა

ძიუდო

გურამ მოდებაძე საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ფეისბუქ-გვერდი ნაკრების მწვრთნელად გურამ მოდებაძის დანიშვნას იუწყება.

"2018 წლის 17 დეკემბერს ჩატარდა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გურამ მოდებაძის საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ.

გურამ მოდებაძე ოფიციალურად საქმიანობას 2018 წლის 27-28 დეკემბერს გასამართ საქართველოს ჩემპიონატიდან შეუდგება".

ამ თანამდებობაზე ოლიმპიური ჩემპიონის ილიას ილიადისის კანდიდატურაც განიხილებოდა.