12 თინეიჯერი, რომლებიც 2019 წელს ვარსკვლავები გახდებიან - IJF-მა 3 ქართველი ძიუდოისტი გამოარჩია

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საკუთარ ვებგვერდზე 12 ახალგაზრდა ძიუდოისტი გამოარჩია, რომლებიც, მათი აზრით, 2019 წელს ვარსკვლავები გახდებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ ძიუდოისტებს შორის 3 ქართველი სპორტსმენი მოხვდა. ესენია: ლაშა ბექაური (90), მარიამ ჭანტურია (70) და გელა ზაალიშვილი (+100).

ფედერაციამ თითოეული ძიუდოისტი დაახასიათა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

კიმ ჯისუ (კორეა) - 57კგ, 18 წლის
პარიზის გრანდ-სლემის ბრინჯაოსმედალოსანი კიმი მხოლოდ დეკემბერში გახდა 18 წლის და პირველად ჩამოყალიბებული კორეული გუნდის ფარგლებში ბაქოში, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

2017 წლის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანმა, ოსაკას გრანდ-სლემის
შეჯიბრზე, ნოემბერში მე-7 ადგილი დაიკავა. მან რეკორდი 2-2 აჩვენა და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონ იოშიდას წუკასა (იაპონია) და მსოფლიო ბრინჯაოსმედალოსან ქრისტა დეგუჩისთან (კანადა) დამარცხდა.

Sportall.Ge
კიმი (თეთრ ფორმაში) პარიზში გამართულ შეხვედრაში

სოუნ აკირა (იაპონია), +78კგ, 18 წლის
2015 წლის კადეტთა მსოფლიო ჩემპიონი და 2017 წლის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონი აქტიურად ემზადება ტოკიოს 2020 წლის შეხვედრებისთვის.

2016 წელს ტოკიოს გრანდ-სლემში მსოფლიოს მე-4 ნომრად წოდებულმა ვერცხლის მედალი აიღო, სულ რაღაც 16 წლის ასაკში და თავისი პოტენციალით მსოფლიოს ყურადღებაც დაიმსახურა.

Sportall.Ge
სოუნი (იაპონია) დაამარცხა ორტიზი და მოიგო "მასტერები" დეკემბერში

დარია ბელოდედი (უკრაინა), -48კგ, 18 წლის
ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი არ საჭიროებს წარდგენას. უკრაინის სენსაცია ბელოდედი გასულ წელს, ფაქტობრივად, დაუმარცხებელი იყო. მან 7 მედალი მოიგო.

Sportall.Ge

ლაშა ბექაური (საქართველო), -90კგ, 18 წლის
საქართველოს იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონი, ბაჰამის კუნძულებზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ შემსრულებლად ითვლებოდა.

90 კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონმა საკმაოდ მოიმატა ფიზიკურ კონდიციებში მას შემდეგ, რაც 73 კგ წონით კატეგორიაში კადეტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

2019 წელს ბექაურს IJF-ის მსოფლიო ძიუდოს ტურზე დებიუტი ელის, მისი გამოსვლა კი ბევრს დააინტერესებს, რადგან გააჩნია იმის პოტენციალი, რომ დიდებშიც მიაღწიოს წარმატებას.

Sportall.Ge
ბექაური იუნიორების მსოფლიო ტიტულის მოგებას აღნიშნავს

სანშირო მურაო (იაპონია), -90კგ, 18 წლის
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი მურაო იაპონიაში საკმაოდ მაღალ დონეზეა შეფასებული. იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა ოსაკას გრანდ-სლემზე ბრინჯაო მოიპოვა, რადგან სახლში 5-1 მოიგო და დაამარცხა სეზონის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მქონე უშანგი მარგიანი (საქართველო) და ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა). მურაო ამ წელს საკმაოდ ბევრ საერთაშორისო ტურში მიიღებს მონაწილეობას და 2019 წელს ბრწყინვალედ დაასრულებს.

Sportall.Ge
მურაო (თეთრ ფორმაში) ოსაკაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის

მარიამ ჭანტურია (საქართველო), -70კგ, 18 წლის
თბილისის გრან-პრის ბრინჯაოსპრიზიორი ჭანტურია საქართველოს ქალთა პროგრამების მოწინავე მონაწილეა.

მოზარდმა გასულ წელს საქართველოში საკმაოდ ემოციურად აღნიშნა ბრინჯაოს მოპოვება, მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი აქტიური ფანების თვალწინ.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი ჭანტურია 2019 წელს გრან-პრიზე კვლავ სახლში დაბრუნდება, რომელსაც მოსახლეობა და მთელი ქართული გუნდი, როგორც ყოველთვის, ენერგიულად უგულშემატკივრებს და მხარს დაუჭერს.

Sportall.Ge
ჭანტურია საკმაოდ დიდი ემოციების ქვეშ იყო თბილისში ბრინჯაოს მედლის მოგების შემდეგ

კაია კაიზერი (სლოვენია), -57კგ, 18 წლის
ტაშკენტის გრანპრის ბრინჯაოსმედალოსანი კაიზერი მსოფლიოს რეიტინგში უკვე მე-18 ადგილზეა. იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანმა აგადირის გრან-პრიზე წელი ვერცხლის მედლის აღებით დაიწყო.

Sportall.Ge
კაიზერი სლოვენიის ბოლოდროინდელი ტალანტია

საიტო ტაცურუ (იაპონია), +100კგ, 16 წლის
იაპონიის იუნიორთა ყველა ჩემპიონატის გამარჯვებული და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ვაჟი. საიტო იაპონიაში მომდევნო წლის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მძიმეწონოსნად ითვლება.

გასულ წელს, მან პირველად მიიღო მონაწილეობა IJF-ის ტურნირში, სადაც მეორე ტურში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე საბოლოოდ გამარჯვებულ გელა ზაალიშვილთან (საქართველო) წააგო.

Sportall.Ge
საიტო (თეთრ კიმონოში) ადრე დაეცა იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატზე

აბე უტა (იაპონია), -52კგ, 18 წლის
იაპონიის მსოფლიო ჩემპიონი აბე IJF მსოფლიო ძიუდოს ტურის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია - მან დუსელდორფის გრანპრი 2017 წელს მხოლოდ 16 წლის ასაკში მოიგო.

Sportall.Ge

რომან დიკო (საფრანგეთი), +78კგ, 19 წლის
ევროპის ჩემპიონი დიკო საფრანგეთის ქალთა ნაკრები მძიმე წონის კატეგორიაში ახალი კანდიდატია. თბილისის გრან-პრის ოქროსმედალოსანმა, რომელიც მსოფლიოში 25-ე ადგილზეა, 2018 წლის სეზონის უმეტესი ნაწილი მხარზე ოპერაციის გაკეთების გამო გააცდინა.

Sportall.Ge
დიკო (ლურჯ კიმონოში) ასრულებს იპონს საქართველოში

გელა ზაალიშვილი (საქართველო), +100კგ, 19 წლის
ბაჰამის კუნძულებზე მოგების შემდეგ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონმა ზაალიშვილმა განაცხადა, რომ ასპარეზობა და ძალების მოსინჯვა უკვე IJF-ის მსოფლიო ძიუდოს ტურზე სურს.

მის წონაში ზაალიშვილის თანამემამულე გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიოს პირველი ნომერია და როცა მას ამის შესახებ შეახსენეს, ზაალიშვილმა მედიას განუცხადა, რომ რაც შეიძლება მალე სურს საუკეთესოებთან ჭიდილი და მათ შორის, თუშიშვილთანაც.

დეკემბრის ბოლოს იუნიორთა ევროპის ჩემპიონმა საქართველოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, რადგან ფინალში ლევან მათიაშვილთან წააგო.

Sportall.Ge
ზაალიშვილი (თეთრ ფორმაში) ბაჰამის კუნძულებზე ვარსკვლავი იყო

ჯეფენ პრიმო (ისრაელი), -52კგ, 18 წლის
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანმა პრიმომ თავისი კონტინენტური წარმატებები თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-7 ადგილის დაკავებით დააგვირგვინა.

ახალგაზრდამ შარშან იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო აბუ-დაბის გრან-სლემზე მე-5 ადგილი დაიკავა და თავის პირველ მსოფლიო ძიუდოს მასტერზე - მე-7 ადგილი. ეს ნიშნავს, რომ პრიმო ამ წელს მე-18 ნომრად დაიწყებს, რომელიც 2020 წელს ოლიმპიური კვალიფიკაციისთვის საკმარისი იქნება.

Sportall.Ge

altუკრაინელი ლამაზმანი ძიუდოისტი, რომელსაც საქართველო მოქალაქეობას სთავაზობდა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოს დიდი მომოვალი აქვს! უძლიერესი თაობა პაპინაშვილი, ნოზაძე, ნინიაშვილი, ჭიკაიძე, ნაგლიაშვილი, მაისურაძე, ახალკაცი, კირაკოზაშვილი, გრიგალაშვილი, ბექაური,პაპუნაშვილი, ბუღაძე, ზაალიშვილი. ამ ბიჭებმა ნაკრების სახელით უნდა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ტურნირებზე ჩანაცვლებითი მეთოდით ძირითადი ნაკრების წევრებთან ერთად. დიდი პატივის ცემის მიუხედავათ ვფიქრობ რომ ჩხვიმიანმა ტატალაშვილმა მარგიანმა ოქრუაშვილმა ამოწურეს უკვე რესურსი ნაკრებში ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეგრე! წარმატებები ჩვენს ლომებს!
laguna
15:52 08-01-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული